პოლიციამ დააკავა პირები, რომლებმაც თბილისში, ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარედ სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული ს.ჯ. და წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1985 წელს დაბადებული ე.გ. ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ე.გ-მ ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.
მომხდარის შემდეგ, დანაშაულში ბრალდებული პირები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ე.გ. და ს.ჯ. ცხელ კვალზე დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.
სიახლეები
- ,,მოდი, საქმე წინ წაიგდეთ და ბარემ ერთი ცეცხლის წაკიდების ტერორისტული საქმეც „შემიკერეთ“- ალეკო ელისაშვილი
- ,,ჩვენ უკვე დიდი ხანია, “კალასებს” და მის მხარდამჭერებს დიდ ყურადღებას აღარ ვაქცევთ; ყოველთვის ვამბობდით, რომ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ქვეყანას, ხალხს” – გურამ მაჭარაშვილი
- ,,ყველამ კარგად იცის, ბრიუსელი რას აკეთებს, როგორი შემოტევები იყო „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით"- კახა კალაძე
- დიდი ბრიტანეთი მომავალ თაობებს თამბაქოს ყიდვას უკრძალავს – პარლამენტმა კანონი დაამტკიცა
- ბათუმში, პოლიციამ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა