იტალიაში 13 ქართველი ქალი დააკავეს
იტალიის ქალაქ მოდენაში სამართალდამცავებმა 13 ქართველი დააკავეს, რომლებიც, გამოძიების მიხედვით, ყალბ ლიტვურ დოკუმენტებს ფლობდნენ, რათა მიეღოთ სოციალური და საგადასახადო შეღავათები, ასევე კრედიტები ბანკებიდან.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქმე უკავშირდება იმიგრაციულ სქემას, რომელიც, პროკურატურის განცხადებით, მოქმედებდა როგორც რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
საერთო ჯამში, გამოძიება 44 ქართველი ქალის საქმეს იძიებს. მათ ბრალად ედებათ იტალიის ტერიტორიაზე არალეგალური შესვლა და ყოფნა, ასევე პირადობის ფალსიფიცირებული დოკუმენტების ფლობა. ამ უკანასკნელი მუხლის გამო პოლიციელებმა 13 ქალი ადგილზე დააკავეს, თუმცა გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს და ისინი გამოძიების შეწყვეტის გარეშე ზედამხედველობის ქვეშ რჩებიან.
გამოძიების ინფორმაციით, 38–დან 66 წლამდე ასაკის ქალებმა 2024 წელს მოდენის საგადასახადო სამსახურში codice fiscale-ის მისაღებად წარადგინეს ლიტვური, მაგრამ ფალსიფიცირებული დოკუმენტები. შემდგომში მათ ამ საბუთებით დაიწყეს მუშაობა როგორც ემილია-რომანიაში, ისე იტალიის სხვა რეგიონებში.
საქმეში ფიგურირებს კიდევ ორი ქართველი, მამაკაცი და 53 წლის ქალი, რომლის საცხოვრებელი ბინა გამოიყენებოდა ახალი ჩასულების დროებითი განთავსებისთვის. მას ბრალად ედება არალეგალური მიგრანტების ქვეყანაში დარჩენის ხელშეწყობა.
გამოძიება გრძელდება და სამართალდამცავები სწავლობენ, ჰქონდა თუ არა სქემას უფრო ფართო ორგანიზებული ქსელის ხასიათი.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილიდან
- "40 დღე სრულდება, რაც ილია მეორე ზესთასოფელს შეუერთდა, შეგახსენებთ მის სურვილს, თუნდაც ერთი ნაკლოვანება გამოგვესწორებინა, ამას თუ გავაკეთებთ, შეწევნა იქნება ჩვენი და მისი სულისთვის"
- "სააკაშვილის გარეშე ეს ალიანსი არ არსებობს, ის არის მთავარი სახე, მაგრამ ცდილობენ, ალიანსი წარმოაჩინონ ისე, თითქოს, პლურალიზმია"
- "კობახიძე და მდინარაძე შეიძლება ჩემ გვერდზე საკანში ჩასვან" - ალეკო ელისაშვილი
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია