"მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში: ქოლ-ცენტრების მხილება"- ელისო კილაძე სასამართლოში
ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემს მიმართ დაინტერესება აქვს სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს. მთავარი პროკურორი არის მისი მეგობარი და კურსელი , - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ბრალდებულმა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ განაცხადა.
სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ელისო კილაძემ პროცესის დახურვა გააპროტესტა.
მისი თქმით, მას ედავებიან იმ საქმიანობას, რომელიც თავად დაიწყო - ქოლ-ცენტრების სქემების მხილება.
“მაბრალებენ იმას, რაც მე დავიწყე ქვეყანაში - ქოლ-ცენტრების მხილება. მაბრალებენ, რომ თურმე იმიტომ ვაკეთებდი, ხელი შემეშალა კონკურენტებისთვის. ყველაზე მთავრი, ორგანიზებული ჯგუფის წევრად ვარ მოყვანილი, რომლის სამ წევრს ფიზიკურად არ ვიცნობ. ოთარ ფარცხალაძეს არ ვიცნობ. არ ვიცნობ მიხეილ ჩოხელს. გიორგი მიქაძე პროცესზე გავიცანი. დავით მიქაძეს და მერაბ სეხნიაშვილს ვიცნობ, ჩემი მეგობრები არიან. ანუ ამ საქმეში ჩემი დანაშაული არის ის, რომ დავით მიქაძის მეგობარი ვარ და ჯანგველაძის მკვლელობას ვაშუქებდი ისე, როგორც ვაშუქებდი.
რატომ უნდა დაიხუროს სხდომა, როდესაც ჟურნალისტი ვარ. დარბაზში ჩემი კოლეგები სხედან. მინდა, რომ ამ ადამიანებს პირდაპირ და ღიად ველაპარაკო. ჩვენი პროფესია საჯაროობას გულისხმობს. პროკურატურა გახდა ჩაკეტილი სივრცე.
ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩემს მიმართ დაინტერესება აქვს სუს-ის უფროსს, მამუკა მდინარაძეს. მთავარი პროკურორი არის მისი მეგობარი და კურსელი. მესმის ყველაფერი, საჯაროობა არ შედის თქვენს ინტერესებში, მაგრამ შედის ჩემს ინტერესებში. ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ, ისევე, როგორც არანაირ საპროცესო გარიგებაზე , აღიარებაზე და კომპრომისზე არ წავალ, რადგან სასწორზე დევს ჩემი, როგორც ჟურნალისტის სახელი და გვარი.
არ ვეთანხმები ამ შუამდგომლობას, მინდა საჯაროობა.
ამ მოწმეებს 20 წელია ვიცნობ”, - განაცხადა ელისო კილაძემ.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 20 თებერვლისთვის
- "ბაჩიაშვილის „ქეისი“ არის კლასიკური ნიმუში, როგორ მოქმედებს მაფიოზური სახელმწიფო" - მიხეილ სააკაშვილი
- "ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ 5-პროცენტიან ნიშნულს ჩამოსცდეს უმუშევრობა ქვეყანაში" - ირაკლი კობახიძე
- "6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვა ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს" - დიმიტრი ხუნდაძე
- "ოპოზიცია ომის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე იმას ლაპარაკობს მშვიდობაზე, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობდა 2022 წლის თებერვლიდანვე"