"მთელი თაობა არის ახლა განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთში ცხოვრებისთვის, თუ არც ჩვენ არ გავერთიანდით და არ ვიბრძოლეთ"
ამ სიტუაციაში ერთადერთი გზა არის ბრძოლა. მთელი თაობა არის ახლა განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთში ცხოვრებისთვის თუ არ ჩვენ არ გავერთიანდით და არ ვიბრძოლეთ. მე მესმის, რომ ზვიგენის ხსენება არ შეიძლება, ეს სასამართლო იხილავს ზვიგენის საქმეს, ეს არის ზვიგენის საქმე და რას ნიშნავს ზვიგენზე არ ვისაუბრო?! - ასე მიმართა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო განხილვისას საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს, რომელმაც მას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, წლების განმავლობაში დაიბლოკა მაჩალიკაშვილის, კერძაიას, კიწმარიშვილის, რაფალიანცის და „უამრავი სხვა მკვლელობის საქმის გამოძიება და სწორედ რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა იყო პირველი საბოტაჟის საქმე“.
„საბოტაჟი არ არის, რაც ხდება დღეს წესრიგზე და იმაზე, რომ პრაქტიკულად ახალი „მხედრიონი“ დაიბადა ყოფილი სასამართლოს შენობის წინ? აქ დაიბადა ახალი ქართლი „მხედრიონი“ და ეს არის მთელი თაობისთვის უზარმაზარი შანსების და მომავლის წართმევა. ამიტომ მე თუ მკითხავთ, პრაქტიკულად ახლა, ამ საბოტაჟის წინააღმდეგ ჩვენ გვჭირდება ყველას გაერთიანება. მე ვიცი, რომ ზოგიერთი ამბობს, ჩვენ ცალკე გვინდაო, მაგრამ ჩვენ უნდა ამოვიდეთ იქიდან, საბოტაჟის ჩამტარებლები არიან თუ არა მტრები და თუ მტრები არიან, მაშინ მტრის წინააღმდეგ ყოველთვის გაერთიანებით შეიძლება გამარჯვება. ეს არ არის ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესი. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პროცესში, რა თქმა უნდა, შეიძლება ყველა იყოს ცალ-ცალკე. ძალიან მაგარმა მსახიობებმა დატოვეს თეატრი, მათ დაიცვეს თავისი კოლეგის პოსტერი, მაგრამ ბევრი ეს მსახიობი თვითონ დასდევდა აქციებზე ჩემს სურათებს და როდესაც პროტესტანტებს სურათს ართმევ, მაშინ ძნელია, რომ შენ როცა გჭირდება, ისინი მოვიდნენ შენს დასახმარებლად და მე მყავს საქართველოში ძალიან ბევრი მხარდამჭერი. მე მათ მხარეზე ვარ, რა თქმა უნდა, და მე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ვითხოვ მთელი გულით. ერთიანობა არის ის, როცა ჩვენ ყველა ძველი წყენა შეგვიძლია გადავდოთ გვერდზე და შეგვიძლია გამარჯვებამდე ბრძოლა. ამ სიტუაციაში ერთადერთი გზა არის ბრძოლა. მთელი თაობა არის ახლა განწირული ზვიგენის პატრონის ბნელეთში ცხოვრებისთვის თუ არ ჩვენ არ გავერთიანდით და არ ვიბრძოლეთ“, - განაცხადა სააკაშვილმა.
სიახლეები
- რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
- "რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს"- ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ჩვენ საქართველოსთან უფრო და უფრო მჭიდროდ ვითანამშრომლებთ, ისე მჭიდროდ, რამდენად ეს შესაძლებელია“- ნიკოლ ფაშინიანი
- ქალები ქმნიან ბიზნესს: 10 ივნისს თბილისი მასშტაბურ ბიზნეს სამიტს უმასპინძლებს
- "განსაკუთრებული იყო მისი დამოკიდებულება ქუთაისის თეატრის მოყვარულთა საზოგადოების მიმართ" - გარდაიცვალა ნანა ქაჯაია