შინაგან საქმეთა სამინისტრომ პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული - ს.თ. დააკავეს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 1975 წელს დაბადებულმა ვ.შ.-მ თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე მცხოვრებ ს.თ.-ს, მისივე კუთვნილ საცხოვრებელ სახლში მიაკითხა და ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. თავის მხრივ, ბრალდებულმა, მისივე კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვ.შ.-ს, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა.
ს.თ.-მ შემთხვევის ადგილი დატოვა და სამკურნალო დაწესებულებაში მივიდა, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები - ცეცხლსასროლი იარაღი და დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.
სიახლეები
- მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 სექტემბრისთვის
- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
- სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- “სიტყვა “დამხობა” არ შეიძლება, მშვიდობიანი იყოს, დამხობა და მშვიდობა ერთმანეთს გამორიცხავს” – მდინარაძე