სამცხე-ჯავახეთის პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1977 წელს დაბადებული მ.ა. ადიგენის რაიონში დააკავეს.
მას ბრალი ედება არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის ორი წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობასა და მამის მიმართ განხორციელებულ მუქარაში.
დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მ.ა.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილს - 2005 წელს დაბადებულ ზ.ა.-ს. ასევე, ბრალდებულმა მამაკაცმა, თავისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - 1946 წელს დაბადებულ პ.ა.-ს და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, ასევე, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ორი ან მეტი პირის, მათ შორის, არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.
სიახლეები
- “ამ წერილს გწერთ არა როგორც მეგობარს, არამედ როგორც მერობის კანდიდატს" - ქუთაისელი სამოქალაქო აქტივისტი დავით ერემეიშვილს მიმართავს
- „ქართულ ოცნებას“ საერთაშორისო ასპარეზზე არ ჰყავს ხელის ჩამომრთმევი - ეს წერილი სასაცილო იქნებოდა, ტრაგედია რომ არ იყოს და არ ეხებოდეს ქვეყნის ევროპულ მომავალს” - ანა წითლიძე მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილზე
- “იმდენად კომიკური გახდა “ნაცმოძრაობის” ფილიალებში დაპირისპირება, რომ სერიოზულ კომენტარსაც კი ვეღარ გააკეთებ” – მაჭარაშვილი
- მიხეილ ყაველაშვილი თავის ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს, ღია წერილით მიმართავს
- ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში – დაღუპულთა რაოდენობა ასეულებს აღწევს