ძლიერი მიწისძვრა ავღანეთში – დაღუპულთა რაოდენობა ასეულებს აღწევს
ავღანეთის აღმოსავლეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი სახელმწიფო ტელევიზიისა და ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა დაახლოებით 500-ს შეადგენს, დაშავებულია 1 000-ზე მეტი ადამიანი.
აშშ-ის გეოლოგიის სამსახურის (USGS) ცნობით, ბიძგები 31 აგვისტოს საღამოს, ადგილობრივი დროით 23:47-ზე დაფიქსირდა. ეპიცენტრი კუნარისა და ნანგარჰარის პროვინციებში, ჯალალაბადიდან 27 კილომეტრში მდებარეობდა.
სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე აგრძელებენ ნანგრევებში გადარჩენილების ძებნას. გავრცელებული ცნობებით, რამდენიმე სოფელი მთლიანად განადგურდა, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა.
ავღანეთის ხელისუფლება და ჰუმანიტარული ორგანიზაციები საერთაშორისო დახმარებას ითხოვენ, რადგან სამაშველო სამუშაოებს ძლიერი ნგრევა და რთული გეოგრაფიული პირობები აფერხებს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
