ოჯახური ძალადობა ტყიბულში - კაცმა მოხუც დედას სცემა და აგინა
პოლიციამ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 1969 წელს დაბადებულმა მამაკაცმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა 1950 წელს დაბადებულ ქალს იტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.
დანაშაული 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი