"გიორგი გაბუნიას სახელმწიფოს ხარჯზე დაცვა შევთავაზეთ" - პროკურორი
გიორგი გაბუნიას პროცესის დაწყებამდეც და პროცესის მიმდინარეობის დროსაც, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვა შევთავაზეთ, - ამის შესახებ პროკურორმა მაია სილაგაძემ სასამართლოში გიორგი გაბუნიას დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
ისევ არსებობს თუ არა გიორგი გაბუნიას მკვლელობის საფრთხე, აღნიშნულთან დაკავშირებით პროკურორი არ საუბრობს.
"შეფასებებს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ კონკრეტული ფაქტების დადასტურებას ვახდენთ. ფაქტია, რომ პროცესის დაწყებამდეც და დასრულების შემდეგაც, გიორგი გაბუნიას სახელმწიფო ხარჯზე დაცვა შევთავაზეთ. გამოძიების მიმდინარეობაზე, ასევე, როდის დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები, ჩვენ ვერ ვისაუბრებთ", - განაცხადა სილაგაძემ.
მისივე განმარტებით, გაბუნიასთან სასამართლოში გამოკითხვისას კონკრეტული კითხვები ჰქონდათ, რაზეც პასუხები მიიღეს.
"არსებობს სხვადასხვა სპეციალური ღონისძიება, მათ შორის, ფიზიკური დაცვა და ეს გიორგი გაბუნიას შევთავაზეთ. ამასთან დაკავშირებით, გაბუნიამ და მისმა ადვოკატმა გვითხრეს, რომ ჩამოყალიბდებიან, მოიფიქრებენ და მათ პოზიციას შეგვატყობინებენ. თუ გარკვეული დეტალების გარკვევა სურთ, ან კითხვები აქვთ, ჩვენ მზად ვართ, ჩვენთან ოფისში ნებისმიერ დროს მობრძანდნენ და ავუხსნით, როგორ და რანაირად ხორციელდება სახელმწიფო დაცვა.
რაც შეეხება დაკითხვის შინაარს, ჩვენ გარკვეული კითხვა გვქონდა გიორგი გაბუნიასთან. მან კონკრეტული პასუხები გაგვცა, თუმცა შინაარსობრივ მხარეზე ვერ ვისაუბრებთ, ისევე როგორც მტკიცებულებების შინაარსზე", - განაცხადა სილაგაძემ.
სიახლეები
- კორუფცია თუ არშემდგარი “რევოლუციის” მხარდაჭერა - ყოფილ მაღალჩინოსნების ჩხრეკის შემდეგ ჯერ არავინ დაუკავებიათ
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 ოქტომბრისთვის
- "2009 წელს, ჩვენს წინააღმდეგ აქციებს ივანიშვილი აფინანსებდა" - მიხეილ სააკაშვილი
- კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან - “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
- სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ყალბი სამედიცინო მოწმობის დამზადებისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტებზე სამი პირი დააკავა