შალვა გოგოლაძეს, რომელმაც 24 წლის გოგოს ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა
24 წლის შალვა გოგოლაძეს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ სევა შამუიანს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ბრალდების მხარე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შალვა გოგოლაძეს ბრალი სსკ-ის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს.
შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სიახლეები
- “ვაბანკზე წავიდნენ რადიკალური ოპოზიციის პატრონები, გამოიყვანეს ოპოზიციონერები პარლამენტიდან და შეიყვანეს ციხეში, ჩვენს პარტიას შეუძლია, ქვეყნის მასშტაბით ბევრად გადააჭარბოს 60%-იან მაჩვენებელს, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია” - ირაკლი კობახიძე
- “უახლოეს მომავალში თბილისში ჩამოსვლას არ ვაპირებ და აქ არაფერი გასაკვირი არ არის” - გახარია
- კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს პროპორციული სია წარადგინა
- “საპარლამენტო მანდატების არგამოყენება იყო შეცდომა, გამოსწორების პატარა რესურსი გვაქვს დარჩენილი, შევძლებთ გამოყენებას, თუ ვერა, პირდაპირ იქნება დამოკიდებული პოლიტიკურ გარემოსთან, რაც შეიქმნება მუნიციპალური არჩევნების შემდეგ” - გიორგი გახარია
- “ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების წინ შექმნა ილუზია, რომ „ნაცმოძრაობა“ ძლიერია და გაურკვეველი დაფინანსების წყაროები შეუქმნა, ხოლო დღეს ქმნის ილუზიას, თითქოს, რევოლუციის თავი ჰქონდეს” - გიორგი გახარია