პირადი ცხოვრების ხელყოფისა და მუქარისთვის სამართალდამცველი დააკავეს
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, თბილისის პროკურატურასთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელი დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის არის დაკავებული.
157-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი - პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა.
ისჯება ჯარიმით ანდა გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
151-ე მუხლის პირველი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა.
ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
სიახლეები
- საყოველთაო ნათლობის 72-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება
- პარლამენტმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ 12 წევრის უფლებამოსილება ცნო
- “სააკაშვილმა არაერთი პირი, რომელიც ჩადიოდა წამებას, საპრეზიდენტო ორდენებით დააჯილდოვა - უნდა ეთხოვოს პრეზიდენტს, უზრუნველყოს 2004-2013 წლებში გაცემული ჯილდოების საკითხის გადასინჯვა” - თეა წულუკიანი
- “ჩვენ მტკიცებულებებით ვიცით, რომ უცხო ფულით, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, ხდებოდა რევოლუციური პროცესებისთვის მომზადება” - შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვაზე დაბარებაზე
- ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ