"ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში ვერ შევედით" - მიხეილ რამიშვილი
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში შეხვლა ვერ მოხერხდა.
მისივე თქმით, მათ მოთხოვნად კვლავ რჩება, საქმეში FBI-ის ჩართვა.
„სოციალური ქსელი Facebook, Gmail, Youtube, ვერცერთ სისტემაში ვერ შევედით აბსოლუტურად. სამსახურეობრივი email-იც იყო, რომლის კოდი 7 დღის წინ იყო შეცვლილი - ვერსად ვერ შევედით. როგორც პროკურატურამ ბრძანა, Facebook-ის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართავენ, რათა გამოითხოვონ შინაარსობრივი ინფორმაციები და ყველა იმ სოციალური ქსელებიდან სრული ინფორმაცია. ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვღებულობთ, რაც არის სოციალურ ქსელებში.
როგორც გავიგე, რაღაც ინფორმაციები კიდევ მოიძიეს და ამ ყველაფრის პროგრამირება მიმდინარეობს. შესაბამისად, დამატებით არის ინფორმაციები, რომლის დამუშავება მიმდინარეობს. ყველაფერი ეს უნდა დამუშავდეს, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ. ფაილი მოიძებნა, სადაც იყო კოდირება, მაგრამ მაინც ვერ იხსნება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ საქმეში FBI ჩაერთოს. მოგეხსენებათ, როდესაც შინაარსობრივი ინფორმაციის გამოთხოვაა, მაშინ უკვე ფედერალური საგამოძიები ბიუროს ნების გარეშე არ ხდება მიღება. ეს უკვე არის მოთხოვნა და სავალდებულოა. როგორც ამბობენ, ყველაფრის აღდგენას და დამუშავებას შეძლებენ. გარანტიას იძლევიან, რომ როდესაც „ფეისბუქის“ ადმინისტრაციიდან შინაარსობრივ ინფორმაციას მიიღებენ, ნდმ-ის დონეზეც კი იქნება ყველაფერი იდენტურიო. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენი მხრიდან იქნება მოწოდება და მოთხოვნა, რომ ყველაფერი იყოს მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა
სიახლეები
- შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირია დაკავებული
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი” - თეა წულუკიანი
- საყოველთაო ნათლობის 72-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება