ამ გვერდის ამობედვა

"მთელი ღამე გოგოს ოჯახს შინ ეჯდა ბიჭის ოჯახი და ეხვეწებოდა, ციხეში არ გაგვიშვათო" - რას წერს ბაია პატარაია სოციალურ ქსელში

გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ერთ-ერთ სო­ფელ­ში 17 წლის გო­გო­ნა ცო­ლად მოყ­ვა­ნის მიზ­ნით მო­ი­ტა­ცეს.

ინ­ფორ­მა­ცია მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ გუ­შინ გავ­რცელ­და. გო­გო­ნა რამ­დე­ნი­მე დღე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი იყო. მას მშობ­ლე­ბი ვერ უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს სწო­რედ ამის შემ­დეგ მი­მარ­თეს.

შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 143-ე მუხ­ლით (თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თა).


ფაქტს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა "სა­ფა­რის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ბაია პა­ტა­რა­ია:


"გორ­ში გო­გოს გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვი სამ­წუ­ხა­როდ ისევ მან­კი­ე­რად ვი­თარ­დე­ბა. მთე­ლი ღამე გო­გოს ოჯახს შინ ეჯდა ბი­ჭის ოჯა­ხი და ეხ­ვე­წე­ბო­და, არ დაგვღუ­პოთ, ცი­ხე­ში არ გაგ­ვიშ­ვა­თო. ნე­ბის­მი­ე­რი არას­რულ­წლო­ვა­ნის­თვის სა­კი­თხის ისე და­ყე­ნე­ბა, რომ თით­ქოს მისი გა­და­სა­წყვე­ტია, ვინ წავა ცი­ხე­ში და ვინ არა - არის და­ნა­შა­უ­ლი ამ ბავ­შვის წი­ნა­შე. ჯერ ხომ მო­ტა­ცე­ბი­სა­გან ვერ იცავს სა­ხელ­მწი­ფო გო­გო­ებს და გა­ტა­ცე­ბუ­ლებს ვერ/არ პო­უ­ლობს დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში; 

 

და მერე კი­დევ არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად ექ­ცე­ვი­ან ამ გა­ტან­ჯულ ბავ­შვებს, კი­სერ­ზე ჰკი­დე­ბენ რა ვი­ღაც მო­ძა­ლა­დის და­პა­ტიმ­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. სულ ვამ­ბობ და კი­დევ გა­ვი­მე­ო­რებ, ამ ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­არმ­დეგ მებ­რძო­ლი ქა­ლე­ბი ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბი­ან სა­ში­ნელ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წნეხს და მოწ­მე­ზე ზე­წო­ლას, რაც ცალ­კე სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ სა­ხელ­მწი­ფო ასე არ უყუ­რებს - არ იცავს მოწ­მე­ებს, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს და მათ ოჯა­ხებს და პა­სი­უ­რად ელო­დე­ბა, ვინ გა­ტყდე­ბა პირ­ვე­ლი; და ამის მი­ხედ­ვით აწყო­ბენ შემ­დეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს. ეს არის სა­ხელ­მწი­ფოს უდი­დე­სი და­ნა­შა­უ­ლი გა­ტა­ცე­ბუ­ლი გო­გო­ე­ბის წი­ნა­შე" - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

 

 

https://www.kvirispalitra.ge/

წაკითხვა 758 ჯერ განახლდა განახლდა აგვისტო 13 2020