რატომ არ ესწრებიან გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრები სასამართლო პროცესებს?
მცხეთის სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმის განხილვა ინტენსიურად მიმდინარეობს.
სულ 17 პირია პასუხისგებაში მიცემული, მათგან 5 ბრალდებულს ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ასევე მიმდინარეობს აგარაკზე მომხდარი ინციდენტის გამოძიება, რა დროსაც დაშავდნენ ვახტანგ ჩიქოვანი და ნ.ხ. სწორედ ამიტომ საქმეში ახალი მუხლები გაჩნდა, რაც განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. პროცესს არ ესწრებიან გიორგი შაქარაშვილის მშობლები. როგორც მათი ოჯახის წარმომადგენელი მირინა ნიკოლაძე ამბობს, ეს მათთვის მძიმე ასატანია:
"აქეთ გვიტევენ და გვლანძღავენ. შვილმკვდარ ოჯახს შეურაცხყოფენ. ჩვენ მხოლოდ სიმართლე გვაინტერესებს.
ოჯახის წევრები პროცესებზე სიარულს არ აპირებენ. მხოლოდ დაკითხვების დროს მივლენ. ძალიან ძნელია შენი შვილის მკვლელებს უყურო. სამწუხაროა, რომ არც ერთის ოჯახი სინანულს არ გამოხატავს, თავის დაძვრენის მიზნით ყველაფერს კადრულობენ", - განუცხადა "კვირის პალიტრას" მირიან ნიკოლაძემ.
სიახლეები
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გაიმართება
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა