ოფიციალური ინფორმაციით, „ემ ბი სის“ ერთ-ერთი ფილიალის შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება
წერეთლის გამზირზე ,„ემ ბი სის“ შენობაში ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი იმყოფება, – ამის შესახებ განცხადება საპატრულო პოლიციის სამსახურის უფროსმა ვაჟა სირაძემ გააკეთა.
„წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე. ადგილზე იმყოფებიან პოლიციური ჯგუფები. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში არის ცხრა მძევალი და ერთი შეიარაღებული პირი. გამოძიება დაწყებული ფაქტზე ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებით. რაც შეეხება შეიარაღებას, ამ ეტაპისთვის დაზუსტებულ ინფორმაციას ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
ამასთან, საპატრულო პოლიციის უფროსმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, შეწყვიტონ ადგილზე არსებული ვითარების პირდაპირ ეთერში ჩვენება.
„ასევე მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ მედიასაშუალებებს, პირდაპირი ეთერებით ჩართვა შეწყვიტოთ, ვინაიდან, საფრთხეს უქმნის ეს როგორც მოქალაქეების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების სიცოცხლეს. რაც შეეხება მოთხოვნებს და ყველა დეტალურ ინფორმაციას, ეტაპობრივად მოგაწვდით. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ღონისძიება, შესაბამისად, ძალიან გთხოვთ, რომ ლაივ ჩართვები არ გავაკეთოთ და ინფორმაცია, რომელიც არ რის დაზუსტებული არ გავავრცელოთ“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
სიახლეები
- "უამრავი ხალხია გამოსული, არაფერს ნიშნავს ეს კანონები, ამით ვერ აჩერებ ხალხს" - სალომე ზურაბიშვილი აქციაზე
- 13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო
- "არ შეიძლება, ჩვენ ვინმეზე ან რამეზე დამოკიდებული ვიყოთ, ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია" - მიხეილ ყაველაშვილი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 დეკემბრისთვის