ემანუელ მაკრონს სილა გააწნეს - ვიდეო
საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს დრომის დეპარტამენტში ვიზიტისას მამაკაცმა სახეში სილა გააწნა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ინციდენტთან დაკავშირებით ორი ადამიანია დაკავებული.
ემანუელ მაკრონი ხელის ჩამოსართმევად მივიდა ადამიანებთან, რომლებიც საფრანგეთის პრეზიდენტის მისასალმებლად შეიკრიბნენ. ის ერთ-ერთ მამაკაცს მიესალმა, რომელმაც მაკრონს გაარტყა.
ამის შემდეგ დაცვის წევრები ჩაერთნენ. მაკრონი გაიყვანეს, მამაკაცი კი დააკავეს.
სიახლეები ნინო
- "ერთნაირი მეთოდებით გვებრძოდნენ: ზვიად გამსახურდია ფიზიკურად გაანადგურეს, მე მომწამლეს" - მიხეილ სააკაშვილი
- "ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლე გასცეს დამოუკიდებლობისთვის და ჩვენ ამას გავაგრძელებთ" - სალომე ზურაბიშვილი
- “პატრიარქის არჩევნები ეკლესიის შიდა საქმეა და ჩარევა არავინ არ უნდა სცადოს...” - სანდრო თვალჭრელიძე