ამ გვერდის ამობედვა

მარგველაშვილები დუშეთის სახლს ტურისტებზე აქირავებენ - ნახეთ ფოტოები Airbnb-დან

"შა­ბა­თის კუ­რი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხი დუ­შეთ­ში მდე­ბა­რე კო­ტეჯს აქი­რა­ვებს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ბი­ნე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის ცნო­ბილ პორ­ტალ­ზე Airbnb-ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის ავ­ტო­რი, ექს-პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლია. ანას სახ­ლის ფო­ტო­ე­ბი და გან­ცხა­დე­ბა Airbnb-ის გვერ­დი­დან "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზეც აქვს და­შე­ა­რე­ბუ­ლი.

AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა წე­რია მარ­გვე­ლაშ­ვი­ლე­ბის სახ­ლის შე­სა­ხებ ცნო­ბილ სა­იტ­ზე, ასე­ვე გთა­ვა­ზობთ დუ­შე­თის კო­ტე­ჯის ფო­ტო­ებს Airbnb-დან.

airbnbdusheti 2019 03 23 GYqbPxZPDb

margvelasdushetissaxli 2019 03 23 0cKW3klsLwtuhtdushetimargvelashvili 2019 03 23 ej3lZdn9OC

dushetissaxli 2019 03 23 JQwmGSG6nokX

ფო­ტო­ზე გა­სა­ქი­რა­ვე­ბე­ლი კო­ტე­ჯი და სახ­ლი, სა­დაც მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ოჯა­ხი ცხოვ­რობს

 

მყუდ­რო კო­ტე­ჯის აღ­წე­რი­ლო­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ის ქა­ლაქ­გა­რეთ/სოფ­ლად, თბი­ლის­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე­ობს.

"თუ ტყე­ში და მდე­ლო­ებ­ზე სე­ირ­ნო­ბა ან მოგ­ზა­უ­რო­ბა, ბა­ზა­ლე­თის ტბა­ში ცურ­ვა, ბუ­ნე­ბი­თა და შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კოშ­კით ტკბო­ბა და მშვიდ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა გი­ზი­დავთ, მა­შინ ეს კო­ტე­ჯი, რო­მე­ლიც სამ ადა­მი­ან­ზეა გან­კუთ­ვნი­ლი და ტყის პი­რას მდე­ბა­რე­ობს, თქვენ­თვის იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია.

dushetiannamargvela 2019 03 23 yj72fBDBbJkWyug

ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ზღვის დო­ნი­დან 925 მეტრზე, დუ­შეთ­ში, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის დე­და­ქა­ლა­ქი­დან, თბი­ლი­სი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლით 40 წუ­თის, ბა­ზა­ლე­თის ტბი­დან კი მხო­ლოდ 10 წუ­თის სა­ვალ­ზეა. აქ გთა­ვა­ზობთ სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დახ­ვე­წილ პე­ი­ზაჟს. გა­ა­ტა­რეთ დრო უბ­რა­ლოდ ტბის პი­რას გან­ტვირ­თვით ან ირ­გვლივ მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ხე­დე­ბის აღ­მო­ჩე­ნით", - ვკი­თხუ­ლობთ ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვან გან­ცხა­დე­ბა­ში. კო­ტე­ჯის სა­ფა­სუ­რი 80 დო­ლა­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს კო­ტე­ჯი იმა­ვე ეზო­ში მდე­ბა­რე­ობს, სა­დაც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი დგას და მას­ში, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და მისი ოჯა­ხი ცხოვ­რობს. ამ კო­ტე­ჯში, პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი დუ­შეთ­ში ჩა­სულ სტუმ­რებს იღებ­და.

ელ­ჩე­ბი სტუმ­რად პრე­ზი­დენ­ტის დუ­შე­თის სახ­ლში, 2017 წელი

ambebi.ge

წაკითხვა 10824 ჯერ