ვისი სურვილები ხდება სწრაფად და რატომ?
ყველაზე სწრაფად სურვილები იმას უსრულდება, ვის ენერგიასაც მაღალი ვიბრაციები აქვს.
დღევანდელ დროს მე დავარქმევდი პერიოდს, როდესაც აზრების და ფიქრების მატერიალიზაცია ხდება,– დღევანდელი რეალობა ეს თქვენი ფიქრებია. ეს ეხება ჯანმრთელობას, პირად წარმატებებს, ფულს და ურთიერთობებსაც.
თუ თქვენ გჯერათ, რომ ვინმე სხვა აგიწყობთ და დაგილაგებთ ცხოვრებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი დღევანდელობა არ განიჭებთ კმაყოფილებას. რადგან გონებაც უნდა გრძნობდეს სიამოვნებას და ამ შეგრძნებისას უნდა ვახდენდეთ ჩვენი ზრახვების თუ სურვილების სტიმულირებას.
ვაკვირდები ადამიანებს და ვხედავ, რომ მხოლოდ ინდივიდები აძლევენ თავს საშუალებას ისიამოვნონ საკუთარი ცხოვრებით და აღიარონ ეს მდგომარეობა, შედეგად კი კვლავ იზიდავენ სხვადასხვა სასურველ სიტუაციებს თავიანთ ცხოვრებაში.
მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი სხეულის მთავარი კომპიუტერი ასრულებს მხოლოდ იმ პროგრამებს, რომლებიც მასშია გააქტიურებული. ყველა სურვილი და რწმენა რომელზედაც სიჩუმეში ან ემოციებში ვფიქრობთ — ჩვენი ცხოვრებისეული პროგრამების ან მოვლენების მაჩვენებელია. თუმცა, ისიც მინდა გითხრათ, რომ პროგრამების «შეცვლა» ან «გააქტიურება» ყოველთვის შესაძლებელია.
მაღალი დონის ვიბრაციები — რეალურად ის ენერგიაა, რომელიც დროთა განმავლობაში, თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანისა და ცხოვრებისეული გამოცდილების დახმარებით დაგროვდა. რაც უფრო ნაკლებია გონებაში დამანგრეველი ფიქრები, მით უფრო მაღალია თქვენი ენერგიის დონე.
ენერგიის სუფთა ველი კი თქვენი სურვილების დაბადებისა და მატერიალიზების სფეროა.
ენერგიის ასამაღლებლად მინდა ერთი მარტივი პრაქტიკა გაგიზიაროთ, ეს არის «ოქროს სხივი». ის ათავისუფლებს გონებას ზედმეტი ფიქრებისგან და ასუფთავებს და აძლიერებს ენერგიას. რა არის «ოქროს სხივის» პრაქტიკა და რაშია მისი სიმარტივე? უბრალოდ წარმოიდგინეთ, თუ შინაგანად როგორ ასხივებთ ოქროსფერ სხივებს და როგორ ბრწყინავთ მთლიანად…
სულ ეს არის.
მთავარია იბრწყინოთ რაც შეიძლება ხშირად, რაც შეიძლება დიდხანს და ეს ჩვევად აქციოთ!
წყარო:
ევგენია დრონი
თარგმნა ელენე ტატიშვილმა
სიახლეები
- “რევოლუცია არ მოხდება, კარგად გვამეცადინეს, შემოტევებს გავუძელით, არ დარჩა სახელმწიფო, რომელიც ჩვენ წინააღმდეგ არ იბრძოდა, მაგრამ მაგრად დავდექით, რადგან მართლები ვართ” - ირაკლი ზარქუა
- “საკუთარ ხალხს, რწმენას როცა დაივიწყებ, სხვა ქვეყნის ლიდერების ხელში ხდები მარიონეტი” - ირაკლი ზარქუა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
- “ყველა პირველკურსელს გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას – სტუდენტობას; დარწმუნებული ვარ, სწავლისა და განვითარებისთვის ძალ-ღონეს არც მომავალში დაიშურებთ და თქვენი სახით ქვეყანას არაერთი საუკეთესო პროფესიონალი შეემატება” - პრემიერი
- “გამუდმებით ერთი სცენარია - „მე ამასთან არ დავჯდები, მე უფრო ჭკვიანი და ლამაზი ვარ“, გამოსავალი მარტივია: ინიციატივა აიღოს ხალხმა და ხალხი გავერთიანდეთ!” - ლევან ხაბეიშვილი