ცნობიერება სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობას - ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერები
ფიზიკოსებმა აშშ-ის არიზონის უნივერსტეტიდან, ბრიტანელ კოლეგებთან ერთად გამოაქვეყნეს ადამიანის ცნობიერების კვანტური ანალიზის შედეგები და აცხადებენ, რომ ცნობიერება სხეულის სიკვდილის შემდეგაც განაგრძობს მუშაობას.
მათი თქმით, თანამედროვემეცნიერება აფიქსირებს მხოლოდ ადამიანის სხეულის ფიზიკურ სიკვდილს, რაც შეეხება ცნობიერებას, თანამედროვე კვანტური თეორიის მიხედვით ჩატარებული ანალიზების შედეგად ცნობიერება ამის შემდეგაც განაგრძობს ფუნქციონირებას.
მათ დაუშვეს, რომ ცნობიერება ეს ერთადერთი ინფორმაციაა, რომელიც ადამიანის ტვინში კვანტურ დონეზე ინახება და ამ პროცესს - Orchestrated Objective Reduction (ორგანიზებული ობიექტური შემცირება) უწოდეს. ბრიტანელები და ამერიკელები აცხადებენ, რომ ნეირონებში ცილოვანი მიკრომილაკები გარკვეულ ინფორმაციას ინახავენ, რაც, მათი სტრუქტურის მიხედვით, კვანტური კომპიუტერების როლს თამაშობენ.
მათი ვერსიით, მას შემდეგ, რაც გულისცემა შეწყდება და სისხლის მიმოქცევა ჩერდება,, ეს მიკრომილაკები კარგავენ თავის კვანტურ მდგომარეობას, თუმცა ინახავენ მათში არსებულ ინფორმაციას. მეტიც, ეს მიკრომილაკები ფაქტიურად უკვდავნი არიან და სამყაროში ვრცელდებიან. ზოგიერთის მოსაზრებით, სწორედ ეს წარმოადგენს ადამიანის სულს.
სიახლეები
- ვისთან ერთად გადალახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას: მეგობრობის ჰოროსკოპი
- ტრამპისა და სი ძინპინის ისტორიული შეხვედრა პეკინში - რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის
- "ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - ირაკლი ზარქუა
- 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისიდან