"საქართველოშიც შემოვა, ვირუსებს საზღვარი არ აქვს"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცდნტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოშიც შემოვა, რადგან მისი თქმით, ვირუსებს საზღვარი ვერ აკავებს.
როგორც გამყრელიძე განმარტავს, "ომიკრონს" ხელახალი ინფიცირების რისკი სამჯერ მეტი აქვს. ამასთან, ის უფრო სწრაფად ვრცელდება ახალგაზედა პოლულაციაში.
„შემოვა საქართველოში ალბათ, ვირუსებს საზღვარი არ აქვს, ნებისმიერ საზღვარს ლახავენ. ამიტომაც, მთავარია სიფრთხილე, პირბადე და აცრები. რა ინფორმაციაც გვაქვს, „ომიკრონი“ უფრო სწრაფად ვრცელდება უფრო ახალგაზრდა ასაკში, ასევე, დაახლოებით, სამჯერ მეტი აქვს რეინფიცირების რისკი.
ადამიანი თუ სხვა შტამით იყო ინფიცირებული, შეიძლება, „ომიკრონით“ მოხდეს რეინფიცირება. ამასთან, მოგეხსენებათ, დეკემბერია, ცივი სეზონია, უკვე გრიპის ვირუსი გამოჩნდა ცირკულაციაში. დეკემბერ-იანვარ-თებერვალში ძალიან სერიოზული სიფრთხილე და სერიოზულად მოცვა გვმართებს რეკომენდაციების. სიტუაცია კიდევ უფრო არ უნდა გაუარესდეს. მოგეხსენებათ, 6 ათასზე მეტი პაციენტია სტაციონარში. ექიმები ზღვარზე მუშაობენ, წარმოიდგინეთ, 1 600-მდე მძიმე პაციენტია სტაციონარებში. 350-ზე მეტი გახლავთ ხელოვნურ ვენტილაციაზე, ეს ჯანდაცვის სექტორის ძალიან დიდი დატვირთვაა.
დეკემბერში და იანვარში კიდევ სხვა ფაქტორები ემატება, ბევრი რესპირაციული სიმპტომი ტრიალებს და ცირკულირებს. პირბადე ყველანაირი რესპირაციული ვირუსისგან იცავს. შარშან პირბადის ტარების მაჩვენებელი მაღალი რომ გვქონდა, გრიპმა ძალიან არ შეგვაწუხა. მოვუწოდებ მოსახლეობას, გრიპის ვაქცინის 35 000-მდე დოზაა, რისკ-ჯგუფები მივიდნენ და აიცრან. გრიპის მიმართ ისინი იქნებიან დაცული. განსაკუთრებით 60 წლის ზემოთ მოსახლეობა უნდა აიცრას. სიკვდილიანობის 85% მოდის 60 წელზე ზემოთ ასაკის მოსახლეობაში. აიცრან ეს ადამიანები და აიცრას ყველა, რათა ხანდაზმულებს ვირუსი არ მიუტანონ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
სიახლეები
- "ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას" - ოლივერ ვარჰეი
- "უცხოელი მინისტრები არიან გამოსასვლელები და ხალხი არ გვყავსო, დიდი პანიკაა „ნაცებში“, გმირთა მოედნიდან მოხსნეს ხალხი, მიჰყავთ რუსთაველზე"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 16 მაისისთვის
- “საქართველოს კურსი ევროკავშირისაკენ ბეწვზე ჰკიდია!”- უცხოური პრესა
- "ვერსად ვნახე რა ჰქვია ფსიქიკურად აშლილი პირების მმართველობას" - კახა გოგოლაშვილი