April 29, 2024

"კლების დინამიკა შეინიშნება" - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა.

მისი განცხადებით, საქართველოში კოვიდინფიცირების ახალი შემთხვევების დღიური მაჩვენებლები იკლებს, თუმცა, ყველაზე მძიმე ინდიკატორის შემთხვევაში, მონაცემები მზარდია.

 

„ნოემბრის შუა რიცხვებიდან, ახალი შემთხვევების ნელი ტემპით კლების პოზიტიური დინამიკაა. ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული ისეთი ინდიკატორები, როგორებიცაა ინციდენტობა, ანუ ახალი შემთხვევების რაოდენობა 100 000 მოსახლეზე, კუმულაციური ინციდენტობა იკლებს, ბოლო 7 და ბოლო 14 დღის დადებითობის მაჩვენებელი უკვე 6%-ს ჩამოსცილდა და 5%-ის ფარგლებშია. ერთადერთი, რაც, სამწუხაროდ, ისევ ზემოთ წავიდა, არის ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობის მაჩვენებელი. 17 გარდაცვლილია მილიონ მოსახლეზე, რაც, დაახლოებით, ორჯერ მეტია ჩვენს ზღურბლოვან ინდიკატორზე“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წაკითხვა 264 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.