სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ, ყველა ინდიკატორი გაუარესებულია - ამირან გამყრელიძე

ძალიან რთული ეპიდვითარებაა ქვეყანაში. ყველა ინდიკატორი არის გაუარესებული, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ იმუნიზაციის საბჭოს სხდომის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაპროვოცირებელი ხალხმრავალი შეკრებებია.

 

მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში მცირე პროგრესი შეინიშნება, თუმცა დღეში 5-6 ათასი აცრა საკამრისი არ არის.

 

„მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს - ჯანმრთელობა დგას ყველაფერზე მაღლა. ეს არის ყველაზე დიდი უფლება უფლებათა შორის - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება, გავუფრთხილდეთ. ყოველდღიურად 70 გარდაცვლილს გადავაჭარბეთ. 15 გვაქვს მილიონ მოსახლეზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ჩვენთვის ზღვრული არის 8-9. ამ დროს სერიოზული ზომები უნდა მივიღოთ. 35 პროცენტზეა ჩამოსული პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც აცრის შემდეგ ყველაზე დამცველი საშუალებაა. გუშინ ოდნავ მოიმატა, 5 ათასს გადააჭარბა [აცრების რაოდენობამ]. 5 ათასი არაფერია, როცა 20-25 ათასს ვაკეთებდით დღეში, მაგრამ ცოტა გამიხარდა, რომ რაღაც ტენდენცია თითქოს გამოჩნდა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წაკითხვა 359 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.