ამ გვერდის ამობედვა

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ გზა ჩახერგილი არსად არ არის"-ზვიად შალამბერიძე

უხვი ნალექის გამო განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშის მოსახლეობას, ასევე წყალტუბოსა და ხარაგაულს, სადაც მდინარე ძირულამ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა და ბორითის თემში დროებითი ხიდი წაიღო.

 

როგორც იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე აცხადებს, მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.

 

"უხვმა ნალექმა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში შექმნა პრობლემები. ზოგან დაიტბორა სავარგულები, ჩაიხერგა გზები. თუმცა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამსახურები და ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გზა ჩახერგილი არსად არ არის,"- აცხადებს ზვიად შალამბერიძე.

წაკითხვა 475 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 12 2021

სიახლეები