"ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ტესტირება უფრო მასიური უნდა გავხადოთ"

იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტში დაფიქსირებულ კორონავირუსის 980 შემთხვევას ტესტირებების მომატებულ რაოდენობას უკავშირებს.

"ეს არის გამოწვეული იმით, რომ საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიRებული გადაწყვეტილებით დავიწყეთ უკვე ჩვენი მოქალაქეების გაფართოებული ანტიგენით  ტესტირება, შესაბამისად 400-მდე შეადგენს სწორედ ამ ანტიგენით გატესტილ რაოდენობას. ჩვენ ვაფართოებთ ანტიგენით ტესტირებას არა მარტო ქუთაისში, არამედ იმერეთის ყველა რაიონში. უფრო მასიური უნდა გავხადოთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ტესტირება. ეს გამოიწვევს იმას, რომ კიდევ შეიძლება გაიზარდოს რაოდენობა, მაგრამ დროულად მოხდება გამოვლენა ინფიცირებულების და მათი იზოლაცია",-აცხდებს ზვიად შალამბერიძე.

 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა საწოლფონდის რაოდენობაზეც ისაუბრა. ზვიად შალამბერიძის თქმით,  მუნიციპალიტეტში  1200- მდე საწოლია, რასაც ხვალიდან კიდევ 55 ემატება. ახალი კლინიკა, რომელიც კოვიდპაციენტებს მიიღებს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრია, რომელსაც ჰიბრიდული ტიპის კლინიკის სტატუსი ექნება.

წაკითხვა 448 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 04 2020
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.