ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში ქარი კიდევ უფრო გაძლიერდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის დაბლობის ობსერვატორიის ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე მოიმატებს 33 მეტრი წამში, რაც სტიქიის კვალიფიკაციით ხასიათდება.

 

ქუთაისში ამ დროისთვის ძლიერმა ქარმა რამდენიმე კორპუსს სახურავი გადახადა. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს კოლხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში აცხადებენ, ქარის სიმძლავრე ხვალ დილამდე შენარჩუნდება.

ქუთაისის მერია და მერიის ყველა სამსახური სტიქიის გამო საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის. ყველა მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის პრობლემას შეექმნება, შეუძლიათ მერიის ცხელ ხაზს ან საბინაო სამსახურის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ. 

ცხელი ხაზის ნომრებია: 0(431)31 06 00 ან 130

საბინაო სამსახურის ნომრებია: 551 404513 ან 599221920

წაკითხვა 1011 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 30 2018

სიახლეები