სამარხვო პიცა

 ინგრედიენტები
 
50   გრამი ბულგარული წითელი
 
50   გრამი ბულგარული მწვანე
 
60   გრამი სოკო
 
50   გრამი ზეთისხილი
 
500   გრამი ფქვილი
 
1   ჩ/კ საფუარი
 
1   ს/კ მარილი
 
2   ს/კ ზეთი
 
1   ჩ/კ შაქარი
 
300   მლ/ლ წყალი
 
5   ცალი პომიდორი
 
1   კბილი ნიორი
 
2   ს/კ ზეითუნის ზეთი
 
1   ს/კ ტომატ პასტა
 
1   ჩ/კ ხმელი ბაზილიკი
 
1   ჩ/კ როზმარინი
 
1   ს/კ ორეგანო
 
1   ჩ/კ შაქარი
 
გემოვნებით მარილი
 
გემოვნებით პილპილი
 
მომზადების წესი:
 

ჯამში ჩაყარეთ ფქვილი. დაამატეთ მარილი და შაქარი. ცალკე ჭურჭელში ჩაასხით წყალი. დაამატეთ საფუარი და გახსენით. დაუმატეთ ზეთი. მიღებული სითხე დაასხით ფქვილს. კარგად მოზილეთ. დაასვენეთ 30 წთ. გადაზილეთ და დაასვენეთ 15 წთ.

 

ქვაბში მოათავსეთ დაბლენდერებული პომიდორი. დაამატეთ ნიორი და კარგად მოურიეთ. დაამატეთ ხმელი ბაზილიკი, ორეგანო და როზმარინი. კარგად აურიეთ. დაამატეთ ზეითუნის ზეთი და ტომატ პასტა. დაამატეთ შაქარი, მარილი და პილპილი. აადუღეთ და გადმოდგით.

 

ცომი კარგად გააბრტყელეთ. წაუსვით სოუსი. მოაყარეთ ბულგარულები, სოკო და ზეთის ხილი. გამოაცხვეთ 8-10 წთ. 180° გრადუსზე.

 

წყარო:kulinaria.ge

წაკითხვა 79 ჯერ განახლდა განახლდა აპრილი 29 2024

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.