"ვულოცავ საქართველოს დავითობას და განსაკუთრებით ქუთაისს"- ზვიად შალამბერიძე
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდანად შერაცხული მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერ იოსებ ხახალეიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დავით აღმაშენებლის ძეგლი გვირგვინით შეამკო. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე გამოფენილი თემატური ფოტო-მასალა დაათვალიერა.
დღესვე ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის საფლავს.
,,ვულოცავ საქართველოს დავითობას და განსაკუთრებით ქუთაისს. მეფე დავითი ყოველთვის იყო სიმბოლო სიძლიერის და სიმამაცის. ვისურვებდი, რომ ისტორიულ წარსულში ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და სიძლიერე გადმოგვეტანოს დღევანდელ რეალობაში, რამეთუ ერთიანობა და ეროვნული სულისკვეთება არის ერთადერთი გზა იმისკენ, რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობა," - ზვიად შალამბერიძე.
,,დღეს პატივი მივაგეთ უდიდესი ქართველი მეფის ხსოვნას. ქუთაისიდან დაიწყო დავით აღმაშენებელმა საქართველოს გაძლიერება. ქუთაისში, ტრადიციულად, განსაკუთრებულად აღინიშნება ეს დღე.
"დავითობას " გილოცავთ! ძლიერ, დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში ცხოვრებას გისურვებთ!" - იოსებ ხახალეიშვილი.
დავითობასთან დაკავშირებით ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში გამოფენა ,,ძლევაი საკვირველი" მოეწყო. ასევე დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ საშუალება დასწრებოდნენ საჯარო ლექციას ,,დავით აღმაშენებელი და ქართული სახელმწიფოებრიობა".
დავით აღმაშენებლის სახელს ქვეყნის გაერთიანება და აღმშენებლობა, დიდი საბრძოლო გამარჯვებები, ქვეყნის ძლიერების სიმბოლოდ ქცეული დიდგორი უკავშირდება.
ღონისძიებები COVID-19-ის რეგულაციების დაცვით გაიმართა.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა