ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე შენობების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი პრემიერ- მინისტრის ინიციატივის" განახლებული რეგიონების" ფარგლებში ხორციელდება.
 

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროექტი „განახლებული რეგიონები“ აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისში. პროექტი დავიწყეთ ფალიაშვილის ქუჩის შენობების ფასადების რეაბილიტაციით და სულ მალე დასრულდება პირველი შენობის ფასადის სრული განახლება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ ქუჩაზე ბევრი შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მათი რეაბილიტაციის პროცესში ეს ფაქტორი გათვალისწინებულია.

 
 
ამავე პროექტით მოხდება ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაციაც, სადაც განახლდება როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე დენდროლოგიური კომპონენტებიც. შედეგად, ქუთაისელების საყვარელი ადგილი ახალ სიცოცხლეს დაიწყებს.
 
 
15-მდე შენობის ფასადი განახლდება სულ ფალიაშვილის ქუჩაზე, იგეგმება ტროტუარების, ბორდიურების, გადასასვლელების რეაბილიტაცია, რაც ახალ ელფერს შესძენს ქალაქის ცენტრს და დარწმუნებული ვარ, სულ მალე ფალიაშვილის ქუჩა ჩვენი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება,“- აცხადებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი.
 
 
ფალიაშვილის ქუჩაზე რამდენიმე შენობის ფასადის განახლება წლის ბოლომდე დასრულდება , 2022 წელს კი, დანარჩენი შენობების ფასადების რეაბილიტაციაც მოხდება.
წაკითხვა 414 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.