ამ გვერდის ამობედვა

ქუთაისში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N 2 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ქალებს 8 მარტი მიულოცეს

ქალთა საერთაშორისო დღე ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ და საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, მამუკა რიჟამაძემ ქუთაისში არსებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის N 2 დაწესებულებაში მსჯავრდებულ ქალებს მიულოცეს. ამდროისათვის დაწესებულებაში სასჯელს 11 ქალი იხდის. ქალთა დღე ქუთაისის მერმა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომუშავე ქალბატონებსაც მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

წაკითხვა 957 ჯერ