ამ გვერდის ამობედვა

,,მონებო!" - ქუთაისის 59-ე საოლქო კომისიასთან ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ქუთაისის N59-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ამ წუთებში ოპოზიციური პარტიების აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა შენობაში შესვლა სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

 

,,მონებო" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

 

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, თანამდებობა დატოვოს თამარ ჟვანიამ, შეიცვალოს ცესკო-ს შემადგენლობა და ქვეყანაში განმეორებითი არჩევნები ჩატარდეს.

წაკითხვა 489 ჯერ

სიახლეები