ამ გვერდის ამობედვა

"ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი" - მეუფე შიო

ვხედავთ, რომ ადამიანებს არ ესმით ქრისტიანობის არსი, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი ეკლესიაშიც დადის და უფრო ფიქრობენ, რომ ჩვენი სარწმუნოების გარეგნული მხარის დაცვა არის საკმარისი იმისთვის, რომ ქრისტიანები გვეწოდოს", - ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა. 

 

მისი თქმით, მრევლმა მშვიდობის სული უნდა შეინარჩუნოს რათა არ ჰქონდეს სიძულვილი და უსიყვარულობა გულში. 

 

"ავიწყდებათ შინაგანი მხარე. ღმერთისთვის სწორედ შინაგანი მხარეა მთავარი, თუ რა გვაქვს ჩვენ სულში და გარეგნული მხარე - ჯვრის ტარება, ეკლესიაში თავის დროზე მოსვლა და ლოცვების წაკითხვა აზრს კარგავს თუ არ არის შინაგანი მხარე”, - განაცხადა მეუფე შიო მუჯირმა.

წაკითხვა 491 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 18 2020

სიახლეები