"ტენდერების მოგების შემთხვევაში მაქსიმალური ყურადღება მიექცეს სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებას" - შავლეგო ტაბატაძე
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებსა და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.
მხარის რწმუნებულმა დეტალურად ისაუბრა 2019 წელს რეგიონის მასშტაბით განსახორციელებელ პროექტებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა სამუშაოების შესრულების ხარისხზე და ვადებზე.
,,ჩემი მოთხოვნა არის როგორც მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების ასევე, სამშენებლო კომპანიების მიმართ, რომ ტენდერების მოგების შემთხვევაში მაქსიმალური ყურადღება მიექცეს სამუშაოების ხარისხიანად და ეფექტურად შესრულებას. ასევე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ვადები და ყველა სამშენებლო კომპანიამ ობიექტები უნდა დაასრულოს მოცემულ პერიოდში, რათა მოსახლეობას დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო დისკომფორტი არ შეექმნას. ჩვენ თითოეულ კომპანიას მოგეცით საშუალება გქონდეთ წარმოდგენა რა სამუშაოები იქნება შესასრულებელი რეგიონში. შეგიძლიათ გააკეთოთ სწორი ანალიზი და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიიღოთ მონაწილეობა ტენდერებში,"– განაცხადა შავლეგო ტაბატაძემ.
2018 წელს რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 157 625 222 ლარი დაიხარჯა. 2019 წელს ამ კუთხით იმერეთისთვის 330 595 589 ლარია გამოყოფილი.
სიახლეები
- ზოგადი განათლების საფეხურებში ცვლილება ხორციელდება, რომლის მიღების შედეგადაც, სავალდებულო საბაზო განათლება 9 კლასის ნაცვლად, 10 კლასით განისაზღვრება
- ქათამი თაფლითა და ფორთოხლით
- მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
- შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- " ჩვენ არ ვართ კოლონია, დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფო ვართ - ევროპაში თავაწეული დავდივარ, რატომ უნდა წამომარტყას ვიღაცამ?" - კახა კალაძე