April 27, 2024

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ობიექტები დაათვალიერა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტებში ტურისტული ობიექტები დაათვალიერა.

მხარის რწმუნებულმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებისგან დეტალურად მოისმინა ინფორმაცია, რამდენად მომზადებული ხვდება ტურისტულ სეზონს აღნიშნული ობიექტები. შავლეგო ტაბატაძე სათაფლიის ნაკრძალის, პრომეთესა და საწურბლიას მღვიმეების, გორდში ოკაცეს კანიონისა და კინჩხას ვიზიტორთა ცენტრის მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.


,,იმერეთის რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს და მნიშვნელოვანია ეს მიმართულება, სწორად იქნას გამოყენებული რეგიონში ტურისტული განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ დაინტერესებულ ვიზიტორებს უნდა შევთავაზოთ მაღალი დონის მომსახურება და კომფორტული გარემო. 2019 წელს რეგიონში იგეგმება გარკვეული სამუშაოების ჩატარება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა. ცნობილია, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს 6 ახალი მიმართულება დაემატება პირველი აგვისტოდან, რაც ხელს შეუწყობს ტურისტების ნაკადის ზრდას რეგიონში. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩამოსულ სტუმრებს შევთავაზოთ საინტერესო ტურისტული მარშუტები და შესაბამისი გარემო,“ –შავლეგო ტაბატაძე.


იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული შავლეგო ტაბატაძე აპირებს რეგიონის მასშტაბით დაათვალიეროს ტურისტული ობიექტები.

წაკითხვა 981 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.