ამ გვერდის ამობედვა

"ათივე ბავშვი ჩემი შვილია" - ზუგდიდში მოწამლული უკრაინელი ბავშვების თანხმლები ქალი კომენტარს აკეთებს

10 უკ­რა­ი­ნე­ლი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის თან­ხმლე­ბი ქალი ამ­ბობს, რომ ბავ­შვე­ბი მისი შვი­ლე­ბი არი­ან და სა­ქარ­თვე­ლოს გავ­ლით მე­უღ­ლეს­თან სხვა ქვე­ყა­ნა­ში აპი­რებს ჩას­ვლას.

მან მე­დი­ას კო­მენ­ტა­რი ცოტა ხნის წინ, ბავ­შვე­ბის ქუ­თა­ი­სის კლი­ნი­კა­ში გად­მოყ­ვა­ნის შემ­დეგ მის­ცა. 10 ბავ­შვის თან­მხლე­ბი ქალი ამ­ბობს, რომ ის უკ­რა­ი­ნი­დან ჩა­მო­ვი­და.

„ტრან­ზი­ტით ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად მივ­დი­ვარ ქმარ­თან, სხვა ქვე­ყა­ნა­ში. ესე­ნი ჩემი შვი­ლე­ბი არი­ან. პო­ლი­ცი­ას­თან და­ვა­ფიქ­სი­რე იმ ბავ­შვე­ბის სია, რო­მელ­თან ერ­თა­დაც კლი­ნი­კა­ში შე­მო­ვე­დი“, - გა­ნა­ცხა­და მან.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში კვე­ბი­თი ინ­ტოქ­სი­კა­ცი­ის ნიშ­ნე­ბით 10 ბავ­შვი შე­იყ­ვა­ნეს, მათ შო­რის ერთი შვი­დი თვის გო­გო­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბავ­შვე­ბის ნა­წი­ლი ქუ­თა­ის­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

 ამას­თან, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქის მიერ სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის ჩა­მოყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, უწყე­ბა­ში შე­სუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, 2019 წლის 8 აპ­რილს მოს­კო­ვი-თბი­ლი­სის რე­ი­სით სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­საც თან ახ­ლდა 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

„შს სა­მი­ნის­ტროს ხელთ არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის თა­ნახ­მად, 10-ვე ბავ­შვი ამ ქალ­ბა­ტო­ნის შვი­ლია. აღ­ნიშ­ნუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი აპი­რებ­და სა­ქარ­თვე­ლო­დან აფხა­ზე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­დას­ვლას. 10 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი­დან 4 და­ბა­დე­ბუ­ლია 2017 წელს. ვი­ნა­ი­დან აღ­ნიშ­ნულ­მა ფაქ­ტმა გა­ა­ჩი­ნა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ი­ცავ­და ტრე­ფი­კინ­გის ნიშ­ნებს, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 143 პრი­მა მუხ­ლის 1-ლი ნა­წი­ლით (ადა­მი­ა­ნით ვაჭ­რო­ბა - ტრე­ფი­კინ­გი), რის ფარ­გლებ­შიც ტარ­დე­ბა აქ­ტი­უ­რი ოპე­რა­ტი­უ­ლი და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, რათა დად­გინ­დეს ხომ არ აქვს ად­გი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბის ფაქტს. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა უცხო­ელ პარტნი­ო­რებ­თან“, - აცხა­დე­ბენ შსს-ში.

ambebi.ge

წაკითხვა 832 ჯერ

სიახლეები