ამ გვერდის ამობედვა

"კალანდიას მამხილებელი მტკიცებულებები არ არსებობს" - რას ამბობდა თვეების წინ გახმაურებული საქმის პროკურორი

არას­რულ­წო­ვა­ნე­ბის მკვლე­ლო­ბი­დან წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რის შემ­დეგ ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მის "ოქ­როს მოწ­მე" მი­ხე­ილ კა­ლან­დია და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად, და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. მას ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ წა­უ­ყე­ნე­ბენ.

 

მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ოჯა­ხის წევ­რე­ბი არას­რულ­წლოვ­ნის და­კა­ვე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უწო­დე­ბენ. კა­ლან­დი­ას მა­მის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ში მისი შვი­ლის და­ნა­შა­უ­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო, მას წე­ლი­წად­ნა­ხევ­რი სწინ და­ა­კა­ვებ­დნენ.

სწო­რედ მი­ხე­ილ კა­ლან­დია აღ­მოჩ­ნდა ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მის ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ფი­გუ­რან­ტი. მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას საქ­მე­ში თა­ვი­დან­ვე დიდი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა მოჰ­ყვა. მა­შინ­ვე გა­მო­ით­ქვა ეჭვი, რომ მას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლობ­ლე­ბი ჰყავ­და, რომ­ლე­ბიც ცდი­ლობ­დნენ, კა­ლან­დია საქ­მი­დან "გა­მო­ეძ­ვრი­ნათ". პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში "გავ­ლე­ნი­ა­ნი ახ­ლო­ბე­ლი" პირ­და­პირ და­ა­სა­ხე­ლა - მირ­ზა სუ­ბე­ლი­ა­ნი. შსს-მ გა­სუ­ლი წლის 9 ივ­ნისს იგი და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა.სუ­ბე­ლი­ან­სა და კა­ლან­დი­ე­ბის ოჯახს ახლო ნა­თე­სა­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებთ. სწო­რედ ამი­ტომ აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მსჯე­ლო­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ სუ­ბე­ლი­ან­მა სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით კა­ლან­დი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში "საქ­მე ჩა­უ­წყო".

ეს ეჭვი საქ­მის პრო­კუ­რო­რის ზვი­ად ფხა­კა­ძის პო­ზი­ცი­ამ და გან­ცხა­დე­ბებ­მა კი­დევ უფრო გა­ამ­ყა­რა. გა­სულ წელს, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე იგი აცხა­დებ­და, რომ საქ­მე­ში ვერ იპო­ვეს ვე­რა­ნა­ი­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კა­ლან­დი­ას შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვე­ო­ბის ეჭვს გა­ა­ჩენ­და. უმ­თავ­რე­სი ეჭვი ფხა­კა­ძის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მი­სისს წევ­რებს მი­ხე­ილ ალან­დი­ას ტან­საც­მლის ფაქ­ტორ­მა გა­უ­ჩი­ნა. საქ­მე­ში არ იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ტან­საც­მე­ლი, რომ­ლის ექ­სპერ­ტი­ზაც და­ა­დას­ტუ­რებ­და, ჰქონ­და თუ არა შემ­ხებ­ლო­ბა მას და­თუ­ნა სა­რა­ლი­ძესTან. პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე კო­მი­სი­ის წევ­რის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის კი­თხვა­ზე - რა­ტომ არ ამო­ი­ღეს კა­ლან­დი­ას ტან­საც­მე­ლი ექ­სპერ­ტი­ზის­თვის, მა­შინ როცა სა­რა­ლი­ძეს­თან უშუ­ა­ლოდ შემ­ხებ ყვე­ლა პი­რის ტან­საც­მელს ჩა­უ­ტარ­და ექ­სპერ­ტი­ზა ხო­რა­ვას საქ­მის პრო­კუ­რორ­მა, ზვი­ად ფხა­კა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ქურ­თუ­კის ექ­სპერ­ტი­ზა არ ჩა­ტარ­და, რად­გან საქ­მეს ახალ დე­ტა­ლებს არ შე­მა­ტებ­და.

სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­ტე­ტის ერთ-ერთი სხდო­მა­ზე (2018 წლის, 25 ივ­ნისს) მან გა­ნა­ცხა­და, რომ და­ნა­შა­უ­ლი, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა კა­ლან­დი­ას ჩა­ე­დი­ნა, შე­საძ­ლოა, ცე­მით დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო.

  • "მ.კ. რო­დე­საც მი­დის ფარ­დუ­ლამ­დე, სა­სა­მარ­თლო სხდო­მის ოქ­მებ­ში რაც ფიქ­სირ­დე­ბა იმის ცი­ტი­რე­ბას ვახ­დენ, იმ მო­მენ­ტში უკვე გ.ბ.-ს, ჩვე­ნი ვერ­სი­ით დაჭ­რი­ლი ჰყავს და­თოს სა­რა­ლი­ძე, შე­სა­ბა­მი­სად, საქ­მის გა­რე­მო­ე­ბე­ბით, არ დას­ტურ­დე­ბა, რომ გ.ბ. რო­დე­საც და­ნას არ­ტყამს სა­რა­ლი­ძეს, მ.კ. იმ­ყო­ფე­ბა ფარ­დულ­ში და მუშ­ტებს ურტყამს სა­რა­ლი­ძეს. რო­დე­საც მ.კ. მი­დის ფარ­დულ­თან, გ.ბ. შე­მობ­რუ­ნე­ბულ და­თოს არ­ტყამს და გა­და­დის „პა­სა­ტის“ ავ­ტო­მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. მ.კ. თვი­თონ სა­უბ­რობს, რომ გ.ჯ. რო­დე­საც ურტყამს და­თოს, ექა­ჩე­ბა სა­რა­ლი­ძეს და მარ­ცხე­ნა მხა­რეს არ­ტყამს ხელს. ამის გან­ზრახ­ვა და მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი კავ­ში­რი რა არის? კა­ლან­დი­ას მი­ზა­ნი ის კი არ არის, რომ და­უ­ჭი­როს ან გა­უ­კა­ვოს სა­რა­ლი­ძეს ხელი, არა­მედ მისი მი­ზა­ნია მო­ა­შო­როს დათო სა­რა­ლი­ძე გ.ჯ.-ს, რო­მე­ლიც დაბ­ლა ყავს და­ჭე­რი­ლი ხე­ლე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა კა­ლან­დი­ას ჩვე­ნე­ბა­ში სი­ტყვა „მო­ეშ­ვას“, ეს იმი­ტომ წე­რია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭ­რი­ლია. რამ­დე­ნი­მე წამ­ში უკვე რეფ­ლექ­სე­ბის მო­დუ­ნე­ბას იწ­ვევს ეს და­ზი­ა­ნე­ბა. ჩვენ ამ ყვე­ლა გა­რე­მო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მიგ­ვაჩ­ნია, რომ თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ არის. სხვა და­ნა­შა­ულს რაც შე­ე­ხე­ბა, ცე­მის ფაქტს შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­და ად­გი­ლი".
  • გა­მო­ძი­ე­ბამ ეცა­და, რომ მ.კ-ს მი­მართ რა­ი­მე მამ­ხი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს ერთი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბაც კი, რო­მე­ლიც მ.კ.-ს მხრი­დან და­ვით­ზე და­ნის დარ­ტყმას და­ა­დას­ტუ­რებ­და...

ასე­ვე, მო­რიგ სხდო­მებ­ზე ფხა­კა­ძე ცალ­სა­ხად ამ­ბობ­და, რომ არც მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თვის და არც სხვა პი­რის­თვის ხე­ლის და­ფა­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია.

  • ცალ­სა­ხად ვა­დას­ტუ­რებ, რომ არც მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას­თვის და არც სხვა პი­რის­თვის ხე­ლის და­ფა­რე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნია - არა­ვის ხელს არ ვა­ფა­რებთ, ამას გე­უბ­ნე­ბით რო­გორც მო­ქა­ლა­ქე, რო­გორც სამი შვი­ლის მამა და რო­გორც პრო­კუ­რო­რი (აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ხო­რა­ვას ქუ­ჩის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე მი­ცე­მუ­ლი ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა - 2018 წლის 26 ივ­ნი­სი)

ფხა­კა­ძის ობი­ექ­ტუ­რო­ბა­ში ეჭვი მა­შინ­ვე შე­ი­ტა­ნეს კო­მი­სისს წევ­რებ­მა. მათ გა­მოთ­ქვეს ეჭვი, რომ პრო­კუ­რორ­მა ფხა­კა­ძე საქ­მის გა­ყალ­ბე­ბას ცდი­ლობ­და.

ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე მოწ­მის სა­ხით გა­მო­კი­თხვი­სას დ.ღ -მ გა­ნა­ცხა­და, რომ გარ­დაც­ვლილ და­ვით სა­რა­ლი­ძეს ფი­ზი­კუ­რად და­უ­პი­რის­პირ­დნენ კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე გ.ჯ და მი­ხე­ილ კა­ლან­დია, რა დრო­საც და­ვით სა­რა­ლი­ძეს ფი­ზი­კურ შე­უ­რა­ცხყო­ფას კა­ლან­დია აყე­ნებ­და, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო­ში ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მი­სას მ.კ-ს ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უარ­ყო.

ცრუ ჩვე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წოვ­ნის დ.ღ. -ს დე­დამ ერთ-ერთ სა­სა­მარ­თლოო პრო­ცეს­ზე სიც­რუ­ე­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა ფხა­კა­ძე და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სხდო­მა და­ტო­ვა. ნატო ნა­ხუც­რიშ­ვი­ლი აცხა­დებ­და, რომ პრო­კუ­რო­რი ფხა­კა­ძე იტყუ­ებ­და, როცა აცხა­დებ­და, რომ არას­რულ­წლოვ­ნის მიერ სა­სა­მარ­თლო­ში მი­ცე­მუ­ლი ჩვე­ნე­ბა მის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

რო­გორც ჩანს, წე­ლი­წად­ნა­ხე­ვა­რი იყო სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ ბრალ­დე­ბის მხა­რეს მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მკვლე­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი მო­ე­პო­ვე­ბი­ნა. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს შსს-ს მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას წი­ნა­აღ­მდეგ.

"გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­და მკვლე­ლო­ბა­ში მ. კ.-ს შე­საძ­ლო თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სასა­მარ­თლოს მიერ გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის შემ­დეგ, ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას მ. კ.-ს მხრი­დან მკვლე­ლო­ბა­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი გა­უმ­ყა­რა.“ - გა­ნა­ცხა­და შს მი­ნის­ტრი სმად­გილ­მე ვლა­დი­მერ ბოც­ვა­ძემ დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე.

ambebi.ge

წაკითხვა 580 ჯერ

სიახლეები