ამ გვერდის ამობედვა

"არჩევნებზე რომ "მკვდარი სულები" იყო, მათ ინტერნეტში გადაინაცვლეს" - როგორ იქცა ცხოვრების მთავარ ადგილად ვირტუალური სამყარო

ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო რე­ა­ლურს ტოლს აღარ უდებს, რად­გან იქაც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა დუღს. ადა­მი­ა­ნე­ბი წე­რენ, კი­თხუ­ლო­ბენ, აქ­ვეყ­ნე­ბენ, ფიქ­რო­ბენ, იბ­რძვი­ან, კა­მა­თო­ბენ, კეკ­ლუ­ცო­ბენ, ხუმ­რო­ბენ, ერ­თმა­ნეთს ეფე­რე­ბი­ან, სიყ­ვა­რულს უხ­სნი­ან, ლან­ძღა­ვენ, თავს იწო­ნე­ბენ, ჭო­რა­ო­ბენ, ტრა­ბა­ხო­ბენ, იმუქ­რე­ბი­ან, ილან­ძღე­ბი­ან, ბრა­ზო­ბენ, ტი­რი­ან...

 

ამ­რი­გად, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სივ­რცე რე­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბაა, თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა, პი­რი­ქი­თაც იყოს - იქ იწყე­ბო­დეს ყვე­ლა­ფე­რი და შემ­დეგ რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში გაგ­რძელ­დეს...

 

 

რო­გო­რი ანა­ლი­ზის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ეს სივ­რცე, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით "ფე­ის­ბუ­ქი", რო­მე­ლიც დღეს­დღე­ო­ბით ადა­მი­ან­თა სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. თე­მას პი­ა­რის სპე­ცი­ა­ლის­ტთან, "ჯეპ­რას" უფ­როს კონ­სულ­ტან­ტთან, კახა მა­ღა­ძეს­თან ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ, რო­მე­ლიც თა­ვა­დაც ამ ქსე­ლის აქ­ტი­უ­რი მომ­ხმა­რე­ბე­ლია.

 

 

"ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბი­დან პირ­ვე­ლი და­ნია იყო, რო­მელ­მაც გარ­კვე­უ­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო რე­გუ­ლა­ცი­ით ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მა ადა­მი­ა­ნის გა­ნუ­ყო­ფელ უფ­ლე­ბად აღი­ა­რა... ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მის უფ­ლე­ბა უკვე ფუ­ფუ­ნე­ბა აღარ არის, ის ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, რაც არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბი­და­ნაა ნა­კარ­ნა­ხე­ვი.

 
 

კი, ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რე­ბა ჩვე­ნი ფი­ზი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. გარ­კვე­ულ დროს რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ვა­ტა­რებთ, გარ­კვე­ულს - ვირ­ტუ­ა­ლურ­ში, სა­დაც ასე­ვე თა­ვის წე­სე­ბი და კა­ნო­ნე­ბი მოქ­მე­დებს“ - გვე­უბ­ნე­ბა კახა მაღ­რა­ძე და სა­უ­ბარს ასე გა­ნაგ­რძობს:

 

 

 

"ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა თუ აქამ­დე მე­დი­ა­სივ­რცე­ში ხდე­ბო­და, ახლა უკვე ვირ­ტუ­ა­ლუ­რიც და­ე­მა­ტა და ისიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცე გახ­და, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცია დიდი ნა­კა­დე­ბით იც­ვლე­ბა. ეს ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლამ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­და­ვი­ნაც­ვლეთ და ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში ვას­პა­რე­ზობთ".

 

 

რეს­პონ­დენ­ტის თქმით, თუ ადა­მი­ა­ნი მთე­ლი დღე ოფის­შია და მერე სახ­ლში მი­დის, მისი ფი­ზი­კუ­რი გა­რე­მო ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია. ამი­ტომ ის სო­ცი­უმ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა მარ­ტო ლო­კა­ლურ გა­რე­მო­ში, არა­მედ გლო­ბა­ლუ­რად სწო­რედ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცის სა­შუ­ა­ლე­ბით ურ­თი­ერ­თობს.

 

 

"ეს ბევ­რის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია და შე­იძ­ლე­ბა უფრო მეტი დრო ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­ა­ტა­როს. შე­სა­ბა­მი­სად არა­ერ­თმა პრო­ცეს­მა ინ­ტერ­ნეტ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. მათ შო­რის, კო­მუ­ნი­კა­ცია, კონ­კუ­რენ­ცია, რა­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში მზარ­დი "ფე­ის­ბუქ­ზე" და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა, ისე სწრა­ფად გან­ვი­თარ­და, რომ ვი­ღა­ცე­ებს შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ის­ტე­რი­აც გვე­გო­ნოს, რომ რა­ღაც სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა".

 

 

- ყვე­ლა რა­ღა­ცას წერს, პოს­ტავს, ინ­ფორ­მა­ცი­ას ცვლის, პო­ზი­ცი­ას აფიქ­სი­რებს...

 

- გა­აქ­ტი­ურ­და კო­მუ­ნი­კა­ცია, რო­გორც ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის, ასე­ვე ემიგ­რან­ტებს შო­რი­საც... ადრე თუ ნაკ­ლე­ბი პოს­ტი გვხვდე­ბო­და, დღეს მეტი პოს­ტია და შე­სა­ბა­მი­სად, მეტი მე­გო­ბა­რიც გვყავს. აქვე უკუპ­რო­ცე­სიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, ვი­ღა­ცე­ბი ცდი­ლო­ბენ "ფეს­ბუქ­ზე" ნაკ­ლე­ბად და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ან ამ ქსელ­ში აქ­ტი­ვო­ბის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი დრო გა­მო­ყონ, მაგ­რამ რო­გორც უნდა იყოს საქ­მე, ქარ­თვე­ლე­ბი ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­როს ვე­ღარ მოვ­წყდე­ბით, ეს უკვე მო­ცე­მუ­ლო­ბაა, უკვე ცხოვ­რე­ბაა, ცხოვ­რე­ბის ერთ-ერთი შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია.

 

 

- ამ სივ­რცემ ასე­ვე შექ­მნა ისე­თი ფე­ნო­მე­ნი რო­გო­რი­ცაა - "ბო­ტე­ბი", "ტრო­ლე­ბი"... და კი­დევ ათას­ნა­ი­რი და­სა­ხე­ლე­ბის მქო­ნე არა­რე­ა­ლუ­რი იუ­ზე­რი...

 

- რო­გორც არ­ჩე­ვებ­ზე იყო "მკვდა­რი სუ­ლე­ბი", თით­ქოს იმ "მკვდარ­მა სუ­ლებ­მა", რო­გორც ინ­სტრუ­მენ­ტმა ახლა ინ­ტერ­ნეტ­სამ­ყა­რო­ში გა­და­ი­ნაც­ვლეს და თა­ვის საქ­მეს ახლა იქ აკე­თე­ბენ. მათი აქ­ტი­უ­რო­ბა რამ­დე­ნად გა­მარ­თლე­ბუ­ლია, ვერ გე­ტყვით. ამ "ბო­ტე­ბის" შემ­ქმნე­ლებს მათი აქ­ტი­უ­რო­ბით რა შე­დე­გის მი­ღე­ბა უნ­დათ, ვერ ვხვდე­ბი. მა­ინც მგო­ნია, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც "ბო­ტებს" იყე­ნე­ბენ, თა­ვის დამ­კვე­თებს და ხელ­მძღვა­ნე­ლებს ატყუ­ე­ბენ...

 

სა­ბო­ლო­ოდ კი, მათი იდენ­ტი­ფი­კა­ცი­აც ხდე­ბა, თუნ­დაც მათი ფრა­ზე­ო­ლო­გი­ით, მე­სი­ჯე­ბის ში­ნა­არ­სით... კი, ად­ვი­ლია იმის ამოც­ნო­ბა, რო­დე­საც ამა თუ იმ ტექ­სტის უკან რე­ა­ლუ­რი იუ­ზე­რი არ არის - ეს მარ­ტი­ვად იშიფ­რე­ბა. მოკ­ლედ, ბოლო პე­რი­ოდ­ში პო­ლი­ტი­კურ­მა ჯგუ­ფებ­მა თა­ვის სა­ჯილ­დაო ქვად სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გა­ი­ხა­დეს.

 

 

- და მე­დი­ა­სივ­რცე­ში პო­ლი­ტი­კურ­მა ბრძო­ლამ პა­რა­ლე­ლუ­რად ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­შიც გად­მო­ი­ნაც­ვლა…

 

- კი და უფრო მძაფ­რად. მა­გა­ლი­თად, თუ აქ­ცი­ა­ზე 5000 კაცი გა­დის, იმ აქ­ცი­ის ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მქო­ნე 50.000 კაცი იმ წუ­თებ­ში "ფე­ის­ბუქ­ზე" ზის და გამ­წა­რე­ბუ­ლი პოს­ტავს. თუ კონ­ტრაქ­ცი­ა­ზე აქ­ცი­ას 2000 კაცი უპი­რის­პირ­დე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, იმ პე­რი­ოდ­ში 100.000 თა­ვის "ბო­ტი­ან" ყვე­ლაფ­რი­ა­ნად მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბით პოს­ტავ­დეს.

 

ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა უფრო დიდ მას­შტა­ბებს აღ­წევს. და­პი­რის­პი­რე­ბა, ბრძო­ლა ყვე­ლას თა­ვის მო­ვა­ლე­ო­ბად მი­აჩ­ნია. თუ თავს რო­მე­ლი­მე ძა­ლის მომ­ხრედ მი­იჩ­ნევს, მუდ­მი­ვად უნდა, რომ პო­ზი­ცია და­ა­ფიქ­სი­როს, რა­საც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ვერ ახერ­ხებს.

 

რო­დე­საც ამას პო­ლი­ტი­კუ­რი ჯგუ­ფე­ბი ხე­და­ვენ, მერე თა­ვის ბრძო­ლის ველი აქ­ტი­უ­რად ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში გა­და­აქვთ. "ფე­ის­ბუქ­ზე" ხალ­ხი ღე­ლავს" და "ყვე­ლა ამას აშე­ა­რებს და პოს­ტავს" - ასე­თი ფრა­ზე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია, რაც გა­ნა­პი­რო­ბებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში აქ­ტი­ვო­ბას. ორი­ვე მხა­რე, ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც და წამ­ყვა­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბიც მა­ინც ამ კუ­თხით წა­ვიდ­ნენ და აქ­ცენტს პო­ლა­რი­ზა­ცია-რა­დი­კა­ლი­ზა­ცი­ა­ზე აკე­თე­ბენ. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ მე­ო­რე მხა­რე უნდა გე­ზი­ზღე­ბო­დეს, იქ ყვე­ლა ცუ­დია - აქ­ცენ­ტი ამა­ზე კეთ­დე­ბა (დე­ბი­ლი, გო­ნე­ბა­ჩ­ლუნ­გი, ბო­რო­ტი, მო­ღა­ლა­ტე, მონა - ასე­თი ტი­პის კო­მუ­ნი­კა­ცი­აა). შუ­ა­ლე­დურ კონ­ტენტს დას­ცი­ნი­ან, "შუ­ა­შის­ტე­ბი" თვი­თონ ეს ტერ­მი­ნიც კნი­ნო­ბი­თი ფორ­მით გა­მო­ი­ყე­ნე­ბა და იქ ამას არ აქვს ად­გი­ლი. ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში პო­ლა­რი­ზა­ცია და ასე­თი რა­დი­კა­ლი­ზა­ცია შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რებ­შიც ინაც­ვლებს, შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ჩხუ­ბი თა­ნამ­შრომ­ლებ­ში, მე­გობ­რებ­ში, ოჯა­ხის წევ­რებ­ში. შეს­ძლოა, საქ­მე­ში პარტნი­ო­რი გყავ­დეს, იმა­ზე გაბ­რაზ­დე და მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა აღარ გა­აგ­რძე­ლო.

 

 

- ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ დესტრუქ­ცი­აა?

 

- კი, მაგ­რამ ამით იკ­ვე­ბე­ბი­ან პო­ლი­ტი­კუ­რი ავ­ტო­რე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, ამა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი მთე­ლი მათი სტრა­ტე­გია. ეს პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­აქ­ტი­ურ­და უკა­ნას­კნე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს და იმის მერე არც გა­ჩე­რე­ბუ­ლა. სულ უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი, "ბოტი", "ტრო­ლი", რე­სურ­სი ერ­თვე­ბა ამ პრო­ცეს­ში, რომ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი სამ­ყა­რო ერ­თმა­ნეთს თავ­ზე "გა­და­ა­ხუ­რონ".

 

 

- სად მი­ვალთ - თქვე­ნი პროგ­ნო­ზი რო­გო­რია?

 

- პროგ­ნო­იზი არ ვიცი, მაგ­რამ ნე­გა­ტი­ურ შე­დე­გებს რომ გა­მო­ი­ღებს, ამას ვერ გა­ვექ­ცე­ვით, და­წყე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბით და ამ მხრივ პრობ­ლე­მე­ბის შექ­მნით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აპა­თი­უ­რი გან­წყო­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბით. ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­ში­ში ისაა, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ყვე­ლა პრო­ცეს­ზე ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა, ეს იქ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კა, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბა, გან­ვი­თა­რე­ბა. ბევ­რი რამ ფერ­ხდე­ბა. თან, ისე ეშხში არი­ან შე­სუ­ლე­ბი, რომ ამ ყვე­ლაფ­რის გა­ჩე­რე­ბა ცოტა რთუ­ლი­ცაა.

 

 

- პო­ლი­ტი­კას რომ შე­ვეშ­ვათ და ჩვე­უ­ლებ­რივ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებს და­ვუბ­რუნ­დეთ - ვი­ღაც შე­იძ­ლე­ბა აქ­ტი­უ­რი იყოს ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში, ვიდ­რე რე­ა­ლურ­ში...

 

- არ­სე­ბო­ბენ ასე­თი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბიც, ვი­საც სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­ხატ­ვა რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში უჭირს, ვირ­ტუ­ა­ლურ­ში უფრო ეად­ვი­ლე­ბათ. შე­იძ­ლე­ბა, პი­რი­ქი­თაც იყოს - ეს ყვე­ლა­ფე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია. ფაქ­ტია, რომ ყვე­ლა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნი იყე­ნებს მას და ეს სივ­რცე სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და პი­როვ­ნე­ბის "გაგ­რძე­ლე­ბას" ახ­დენს ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში ან ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი კუ­თხით წარ­მოგ­ვი­ჩენს თავს, ვიდ­რე რე­ა­ლურ­ში (პა­სი­უ­რია, აქ­ტი­უ­რია, ან ისე­თი­ვეა, რო­გორც რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში).

 

 

- რო­გორც ფიქ­რობთ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი პოს­ტის და­წე­რა რაზე მი­ა­ნიშ­ნებს?

 

- სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის ფორ­მე­ბი ყვე­ლა ადა­მი­ანს, გა­მომ­დი­ნა­რე მისი ფსი­ქო­ტი­პი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სი­დან, თუ სა­მო­მავ­ლო ხედ­ვე­ბი­დან, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი აქვს. ვი­ღაც ფიქ­რობს, რომ თუ ბევ­რს და­პოს­ტავს, ან ასე­თი ან ისე­თი გა­მოჩ­ნდე­ბა. ასე რომ, თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ას­პა­რე­ზი გა­მოჩ­ნდა და დღეს­დღე­ო­ბით უფრო მეტ ადა­მი­ანს აქვს გან­სხვა­ვე­უ­ლი აზრი, ან პრე­ტენ­ზია. ჩემი აზ­რით, ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში უფრო მეტი აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი გვყავს, ვიდ­რე რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში.

 

 

- ვფიქ­რობ, რომ იუ­მო­რი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში სა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ოდ, ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი ჟან­რია...

 

- ბოლო დროს იუ­მო­რის ხა­რის­ხი ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში უკე­თე­სია, ვიდ­რე რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ან სცე­ნა­ზე, ტე­ლე­ეკ­რან­ზე, შო­უ­ებ­ში... ბევ­რი კარ­გი იუ­მო­რის მქო­ნე "ფე­ის­ბუ­ქი­უ­ზე­რი" არ­სე­ბობს და ამ ხა­სი­ა­თის პოს­ტებს ყო­ველ­თვის დიდი მო­წო­ნე­ბა აქვთ. მოკ­ლედ, რო­გორც რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში, აქაც ყვე­ლას თა­ვის მი­ზა­ნი აქვს - ვი­ღა­ცას სხვე­ბის­თვის თა­ვის მო­წო­ნე­ბა უნდა, ეს ყვე­ლა­ფე­რი შეგ­ნე­ბუ­ლად, შე­უგ­ნებ­ლად, ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა. მოკ­ლედ, ყვე­ლა თა­ვი­სას "ჩა­ლი­ჩობს".

 

 

- ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად ცვლი­ან პრო­ფი­ლის ფო­ტო­ებს...

 

- ამის­თვის ყვე­ლას თა­ვის მი­ზე­ზი ექ­ნე­ბა, ზოგს შე­იძ­ლე­ბა სტრე­სი აქვს, ზოგს ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვა უნდა - ამას დიდი ანა­ლი­ზიც არ სჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, უნდა ჩა­მოყ­ვეთ იმ პი­როვ­ნე­ბის გვერდს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დე­საც მომ­ხმა­რე­ბე­ლი მისი ქორ­წი­ლის ფო­ტოს აბ­რუ­ნებს პრო­ფი­ლის ფო­ტოდ, ამით შე­იძ­ლე­ბა ივა­რა­უ­დო, რომ ნა­ჩხუ­ბა­რია მე­უღ­ლეს­თან, შე­რი­გე­ბა უნდა, ან თავი უნდა გა­ახ­სე­ნოს.

 

სა­ბო­ლო­ოდ „ფე­ის­ბუ­ქის“ ბუ­ნე­ბა რომ შე­ის­წავ­ლო, საკ­მა­ოდ რთუ­ლი თე­მაა, ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ერთი რამ კი გა­მოკ­ვე­თი­ლია - ძი­რი­თა­დი მო­თხოვ­ნა სა­ხა­ლი­სო და სა­სარ­გებ­ლო კონ­ტენტზეა...

 

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 493 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 14 2019

სიახლეები