ამ გვერდის ამობედვა

"მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, მოვიდეს აქ და დაგვეხმაროს კარვების გაშლაში"-ზაზა სარალიძე

ზაზა სარალიძე პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლაში პირადად დაეხმაროს.

 


„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი გახდეს - მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს. ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 


რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდასაჭერი აქცია "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" მიმდინარეობს, რომელსაც ორგანიზებას არასამთავრობო ორგანიზაციები უწევენ.

წაკითხვა 7754 ჯერ განახლდა განახლდა ნოემბერი 10 2018