„მართლა ზღვარს გადასულო, დეიდა! ბოდიში, ქალბატონო ეკა, მაგრამ სისხლი აღარ მოგესმათ?“
შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე ეკა ბესელიას პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მისვლას ეხმაურება:
,,მართლა ზღვარს გადასულო, დეიდა!! შვილის გულისთვის ბრძოლის მცოდნე დედა, რომელიც შვილმოკლულ მშობლებს აკრიტიკებდა, რბილად რომ ვთქვათ. დღეს დგას იმ ადგილას, სადაც დღეს კიდევ მიუღწეველი სამართალია და სამართალს ითხოვს???? ბოდიშით ქალბატონო ეკა, მაგრამ ამას უკვე მართლა ზღვარს გადასული ნაძირალა თუ იკადრებდა!!!! ბოდიშით ქალბატონო ეკა, მაგრამ სისხლი აღარ მოგესმათ???? ხვალ 18-ის გახდებოდა, ეკა დეიდა, ჩემი შვილი, რომლის ჭეშმარიტების ბრძოლის დროს თქვენ მე მაკრიტიკებდით!!!! ბევრი რამის დაწერა მინდა რას ვფიქრობ დედაზე, რომელმაც ცოცხალი(და არა სადისტურად მოკლული) შვილისთვის ბრძოლა იცის, მაგრამ მხოლოდ ერთს ვიტყვი და ამით დავასრულებ!!!! ვინც კი წინ გადაუდგა სამართლის აღდგენას, უფალი არავის ივიწყებს!!!''
სიახლეები
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიმართვა სრულიად საქართველოსადმი
- "საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა" - მსოფლიო პატრიარქი
- პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური, საქალაქთაშორისო და სარკინიგზო ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 მარტისთვის
- "საქართველო იმ ქვეყნებზე ბევრად დემოკრატიულია, რომელთაც “მოსკოვის მექანიზმის“ ინიციატივა წარადგინეს" - ირაკლი კობახიძე
