ამ გვერდის ამობედვა

ერთადერთი რეალური ბერკეტი, რომელიც დასავლეთს გააჩნია, ივანიშვილის მიმართ სანქციებია - ზაზა ბიბილაშვილი

"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"განცხადებები არაფერს შეცვლის. განცხადებების ამათ არ ეშინიათ. არც "უკან გადადგმული ნაბიჯების" შედეგად ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან დაშორების (პირიქით - სწორედ ეს უნდათ). ერთადერთი რეალური ბერკეტი, რომელიც დასავლეთს თავის არსენალში გააჩნია, ივანიშვილის მიმართ პირადი სანქციებია. თუ ამ ბერკეტს ახლაც არ გამოიყენებენ, ეს უკვე საქართველოს რუსეთისთვის საბოლოო ჩაბარების ტოლფასი იქნება," - წერს ზაზა ბიბილაშვილი.

წაკითხვა 595 ჯერ