ამ გვერდის ამობედვა

ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"საკმარისია ერთხელ მაინც უყუროთ რუსულ თოქ-შოუს «НТВ», «Первый канал», «Россия», რომელიც ნავალნის ეძღვნება, რომ მიხვდეთ - სახელისუფლებო სპიკერები, ექსპერტები და შესაბამისად მათი ტელევიზიები უყურებენ, აკონსპექტებენ და ზუსტად იგივე არგუმენტაციით საუბრობენ მელიაზე.

 

განსხვავება ორ რამეშია: 

 

1. იქ, როდესაც “კანონის უზენაესობაზე” საუბრობენ და დასავლეთს ადანაშაულებენ ორმაგ სტანდარტში, ერთი-ორი ოპონენტი ყავთ, რომელიც არ ეთანხმება. აქ სრულიად სტერილურები არიან.

2. რუსეთი არც მალავს, რომ დემოკრატიის ევროპული სტანდარტი მისთვის მიუღებელია და ე.წ. “სუვერენულ დემოკრატიაზე” საუბრობს.

ჩვენ კი თავი რუსეთში გვინდა და უკაცრავად და ერთი ადგილი გასათბობად ევროპაში.

ასე კი არ ხდება. პრინციპი არის მარტივი - ან ყველაფერი, ან არაფერი.

ჩამოყალიბდით მეგობრებო - ან თავიც ევროპაში შეყავით, ან ერთი ადგილი რუსულ ყინულზე მოისრიალეთ..." - წერს ის. 

 

წაკითხვა 580 ჯერ