ამ გვერდის ამობედვა

საქართველოს მთავრობავ, ეს ეხება ბავშვებს და არა პოლიტიკას - ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგორევა ნინოწმინიდს პანსიონში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს.

 

"ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება და ამის შესახებ სულ უფრო მეტი წყაროდან მესმის. იმედი მაქვს, რომ იქნება ახსნა-განმარტება, თუ რატომ არ უშვებენ სახალხო დამცველს პანსიონში და დაუყოვნებლივ ჩატარდება ამაზე გამოძიება. საქართველოს მთავრობავ - ეს ეხება ბავშვებს და არა პოლიტიკას," - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 358 ჯერ

სიახლეები