ამ გვერდის ამობედვა

"ჩვენ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ ქუთაისისთვის და არავის წინააღმდეგ!" - გიორგი გოგუაძე

ქუთაისის მერობის კანდიდატი, გიორგი გოგუაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
 
"ჩემი ოჯახისა და ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა ქუთაისისთვის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა. მე ამ ქალაქში დავიბადე, გავიზარდე და ბოლო თვეების მანძილზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ამ უძველესი ტრადიციების მქონე ქალაქს შეუძლია იყოს მაგალითი მთელი საქართველოსთვის.
 
ჩვენ ვმუშაობთ და ვიმუშავებთ ქუთაისისთვის და არავის წინააღმდეგ! პროფესიონალ გუნდთან ერთად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ თითოეულ ქუთაისელს ჰქონდეს სამართლიანობის, ღირსების განცდა და მომავლის რწმენა" - წერს გიორგი გოგუაძე.
წაკითხვა 357 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 01 2021