"მაქვს წინადადება, როგორ მოაქციოს ხელისუფლებამ კონტროლის არაჯანსაღი სურვილი კანონის ფარგლებში"
მაქვს წინადადება, როგორ მოაქციოს ხელისუფლებამ ყველაფრის ცოდნის და კონტროლის არაჯანსაღი სურვილი კანონის ფარგლებში, თან ისე რომ არც სუსის რესურსი დახარჯოს და ინფორმაციაც უფრო ხარისხიანი იყოს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი წერს.
"უნდა შექმნას ჭორიკანა ქალების საბჭო, რომლებმაც სუსზე უკეთესად იციან, ვინ ვისთან წევს, ვინ რას აშავებს, ვინ რას გეგმავს და უფრო ხარისხიანადაც აყალიბებენ.
ყოველ საღამოს დაუჯდებიან სასთუმალთან და მოუყვებიან.
ბოლოს ძილისპირულსაც უმღერებენ..."- წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო"- შსს
- "რაც უფრო გაძალიანდება ხელისუფლება და ივანიშვილი, მით უფრო ცუდად დამთავრდება მათთვის"- გიგი უგულავა
- "მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ დააზიანონ რუსთაველის გამზირზე მოწყობილი სცენის ინვენტარი და ტექნიკა" - შსს
- პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება იყო
- "დღეს ამ კანონის მიღება არის ქვეყნის ღალატი!" - ფრიდონ შუბითიძე