ამ გვერდის ამობედვა

"ეს მარტო სიტყვები არ არის, სირცხვილია!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

პროფესორი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ამერიკაში ბავშვთა ვაქცინაციის საკითხს ეხმაურება და საქართველოს ადარებს. 

 

ფხაკაძე წერს, რომ მთავარი პრობლემა არაპროფესიონალიზმია, რაც ფატალურ შედეგებს იწვევს.

 

"დღეს, დღის ბოლომდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, 5-დან 11 წლამდე ასაკის მილიონამდე ბავშვი იქნება აცრილი და საქართველოში ჯერ პენსიონრები არ არიან აცრილი!

 

სირცხვილია უბრალოდ!

 

არაპროფესიონალიზმი კლავს! და ეს მარტო სიტყვები არ არის!", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 345 ჯერ