May 4, 2024

"დიახ, არ გეშლებათ, არავინ გარდაცვლილა დღეს!" - რას წერს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ კორონავირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია იქ, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია და რეგულაციებს იცავენ. 

პროფესორი იაპონიის მაგალითზე წერს:

 

"იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით 0 სიკვდილიანობა. დიახ, არ გეშლებათ, არავინ გარდაიცვალა. 126 მილიონიან ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა კოვიდისგან დღეს!

 

როგორ? - მარტივად … მოსახლეობის 76% არის სრულად აცრილი (ფაიზერი/მოდერნა და თავიდან ასტრაზენეკაც ჰქონდათ), ასევე პირბადის ტარება არის სავალდებულო ყველგან და სოციალური დისტანცია არის ნორმა.

 

ყველა მითს, ზღაპარს, ანტივაქსერულ-რუსი ოკუპანტების ნარატივს იქნებ თავი დავანებოთ!

 

ვულოცავ იაპონიას და იაპონელ ხალხს. ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარული!

 

დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია", - წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

წაკითხვა 513 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.