"ეს გაუგონარი ბოროტებაა!" - სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო უნდა იყოს.
"ჯანდაცვის მინისტრის განცხადება, დიდი ალბათობით, სარკაზმი იყო, თუმცა ამისი დრო არ არის... უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა!
ჩემი კოვიდ ინფიცირებული მშობლები 10 დღეა საავადმყოფოში წვანან. მათი კლინიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ, სუბიექტურად ძალიან სუსტად და ცუდად გრძნობენ თავს.
საბედნიეროდ, აცრილები იყვნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიქნებოდით ახლა.
ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც ამბობს, რომ 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას, რომ კოვიდ გადატანილის იმუნიტეტი 6 თვე მუშაობს... არ შეიძლება ასეთი ტანჯვისთვის გავწიროთ ჩვენი უფროსი თაობა, ექიმები, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს, ეს გაუგონარი ბოროტებაა!", - წერს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "გვსურს, საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ევროკავშირის ნაწილი გახდეს" - პაველ ჰერჩინსკი
- 9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- "გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის ქართველ ვეტერანებს" - შალვა პაპუაშვილი
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი