"ეს პოლიტიკურად მახინჯი, თუმცა, სამართლებრივად გამართული პროცესია"
ბიუჯეტის დამტკიცების პროცესი ბათუმსა და ზუგდიდში, არის პოლიტიკურად მახინჯი, თუმცა, სამართლებრივად გამართული პროცესი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია წერს.
"საქმე იმაშია, რომ ახალი საკრებულოები დეკემბრიდან შეუდგებიან უფლებამოსილებას, შესაბამისად, ჯერჯერობით მოქმედი ძველი საკრებულოებია და არა ახალი ანუ ჯერ ვადა აქვთ. ახალ დეპუტატებს კი უფლებამოსილება ჯერ არ აქვთ დაწყებული.
ამიტომ არის ეს სამართლებრივად გამართული.
რამდენადაც 2017-2021 მოწვევის საკრებულო, 2022 წლის ბიუჯეტს ამტკიცებს, ეს უკვე სიმახინჯეა.
ამიტომაც არის ეს პოლიტიკური სიმახინჯე,"- წერს არჩილ გამზარდია.
სიახლეები
- "არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს, ან ერთია ან მეორე"
- "სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება" - ნიკოლ ფაშინიანი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 8 მაისისთვის
- ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 2 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1 000 ლარს მიიღებენ
- უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა