ამ გვერდის ამობედვა

"სამიტზე უთხრეს - ბატონო ედუარდ, ნატოს კარი საქართველოსთვის მუდამ ღიააო, - ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო"

პი­ა­ნის­ტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი თა­თია შა­რან­გია, რო­მე­ლიც ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის ყო­ფი­ლი რძა­ლია, გარ­დაც­ვლილ პრე­ზი­დენტს ყო­ველ­თვის დიდი სიყ­ვა­რუ­ლით იხ­სე­ნებს.

შე­ვარ­დნა­ძე 25 იან­ვარს 94 წლის გახ­დე­ბო­და. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­თია შა­რან­გია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს:

 

"ედუ ბა­ბუს სანი გავს პო­ლი­ტი­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სით. მსოფ­ლიო ამ­ბებს მის­გან ვი­გებ. სხვა ბავ­შვე­ბი თუ მულ­ტფილ­მებს ან ფილ­მებს უყუ­რე­ბენ, სა­ნი­კო ახალ ამ­ბებს ან დო­კუ­მენ­ტურ ფილ­მს უყუ­რებს, გა­რეგ­ნუ­ლა­დაც მას გავს.

 

ბავ­შვო­ბის ფო­ტოს ვერ გა­ნას­ხვა­ვებთ. დიდი იმე­დი მაქვს, რომ მა­სა­ვით ნი­ჭი­ე­რი და დიდი მას­შტა­ბე­ბის ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

 

ის­ტო­რია კი აუ­ცი­ლებ­ლად იტყვის თა­ვის სათ­ქმელს. ერთ-ერთ სა­მიტ­ზე უთხრეს - ბა­ტო­ნო ედუ­არდ, ნა­ტოს კარი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მუ­დამ ღი­ა­აო,- ღია კარ­ში დიდ­ხანს ნუ დაგ­ვა­ყე­ნებთ, ორ­პი­რი იცი­სო. შევი 94", - წერს შა­რან­გია.

წაკითხვა 435 ჯერ

სიახლეები