May 17, 2024

"უნდა შევეცადოთ, რომ რუსეთი ევროპის დამცირებას გადავაჩვიოთ" - FAZ - Frankfurter Allgemeine Zeitung

ევროკავშირისა და ნატოს ევროპელი წევრების ლიდერებს რუსეთის მიმართ მტკიცე პოზიციის გამოხატვისაკენ მოუწოდებს  გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი „ფრანკფურტერ ალჰემაინე ცაიტუნგი“ (FAZ - Frankfurter Allgemeine Zeitung), რომელიც აქვეყნებს რედაქტორის კლაუს-დიტერ ფრანკენბერგერის სტატიას „ნუთუ ისევ აშშ-ის იმედზე უნდა ვიყოთ?“.

 

როგორც ავტორი წერს, ჯო ბაიდენის დეკლარაციის მიუხედავად, რომ „ამერიკა ევროპულ პოლიტიკაში დაბრუნდა“, ამერიკის შეერთებული შტატები უფრო მეტად  მაინც თავის საშინაო პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, ამიტომაც ევროპას ჩინეთთან და რუსეთთან დამოკიდებულების შეცვლა საკუთარი ძალებით მოუწევს. 

 

„თუ ჩვენ საკუთარ ძალებში ვართ დარწმუნებულნი და თავს ძლიერ მოთამაშედ ვთვლით, მაშინ იმასაც უნდა შევეცადოთ, რომ რუსეთი ევროპის დამცირებას გადავაჩვიოთ. არ არის აუცილებელია, რომ ჩვენს კრემლის მსგავსად მოვიქცეთ, მაგრამ უფრო ენერგიული რეაგირება უნდა მოვახდინოთ იმ დროს, როცა რუსეთი ევროპულ ფასეულობებს ფეხქვეშ თელავს და ევროპულ წესრიგს არღვევს. მეზობლების თვალში ევროკავშირი ისეთ ძალას წარმოადგენს, რომელიც წესრიგს განასახიერებს. ევროკავშირის ამოცანაა მოახდინოს სიტუაციის სტაბილიზება მათთან, ქვეყნის შიგნით, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში არასტაბილურობა თავს დაატყდება თვითონ ევროკავშირსაც“, - ნათქვამია გაზეთის პუბლიკაციაში.

 

წყარო

წაკითხვა 270 ჯერ განახლდა განახლდა იანვარი 03 2022

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.