ამ გვერდის ამობედვა

"ქვეყნის გადამჭმელი ეკა ბესელიას "გადადგომა" ისეთივე გულისამრევი და არაფრისმომცემია, როგორც..."

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:

 

"ქვეყნის გადამჭმელი ეკა ბესელიას "გადადგომა" ისეთივე გულისამრევი და არაფრისმომცემია, როგორც კახი კალაძის მიერ შუქის და გამათბობლის გაყვანა შვილმოკლული მამების კარვებში, რომლებსაც ცოტა ხნის წინ გარეკვით ემუქრებოდა; 

 

როგორც ბოდიშებზე ყალბად ორიენტირებული რუსი გახარიას სამართალდამცველობა;

 
როგორც უმრავლესობის ფარისეველ დეპუტატთა "გაადამიანურება"; 


როგორც ზაზა სარალიძის შვილის საქმეზე ისედაც ყველასათვის ცნობილი დამნაშავეების დაკითხვა და დანაშაულის დამფარავებზე ხელის დაფარება ხელისუფლების ყველა შტოში, თან პარალელურად მაჩალიკაშვილის საქმეზე სამარისებური დუმილი!

 

რას უკრავთ ტაშს რას?! ამ ხელისუფლების მორიგ მცდელობას ახალი სისხლი გადაისხას და კიდევ უფრო თავს გავიდეს?! 


ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს მთლიანად და არა ასე ნაწილ–ნაწილ ერთი ნაგვის მეორე ნაგვით ჩანაცვლებით! 
წერტილი."- წერს ირინა სარიშვილი.

წაკითხვა 3329 ჯერ განახლდა განახლდა დეკემბერი 27 2018